Image

ბიზნესის დამფუძნებლების და მმართველებისთვის ინოვაციური პროდუქტი ამოქმედდა

საქართველოში ბოლო 20 წელში აქტიურად ვითარდება ე.წ. აუთსორს სერვისები: ბუღალტერია, იურიდიული მომსახურება, მშენებლობა და ა.შ., რაც ბიზნესს უმარტივებს მართვას, ოპერაციებს და ოფისში შიდა გუნდის შექმნაზე ბევრად იაფად იღებს მისთვის საჭირო მომსახურებას.

ბიზნესი, რომელსაც ახალი პროექტის დაწყება სურს, ხშირად უზარმაზარ პრობლემებს აწყდება: მიწის ნაკვეთის მოძიება, სანებართვო და სალიცენზიო საკითხების მოგვარება, დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკება და ა.შ.

2025 წლის იანვრიდან საქართველოში უკვე შესაძლებელია ბიზნესმა ეს სერვისიც აუთსორსზე გააკეთოს, ანუ გამოცდილ გუნდს დაუკვეთოს სამომავლო ბიზნეს პროექტის პირველი სამუშაოების შესრულება: მიწის ნაკვეთი, ნებართვა, ლიცენზიები, მოლაპარაკებები და ა.შ.

ზემოაღნიშნული, კორპორატიული მომსახურების პროდუქტი საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის და ბიზნესში ინვესტირების საკითხებზე მომუშავე ბიზნეს ჯგუფმა (https://bt.ge/ka), ბი თი ჯი-მ გააკეთა, რომელსაც მსგავსი საქმიანობის 8 წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია (მხოლოდ მოქმედ დამკვეთებთან მუშაობდა) და გადაწყვიტა, 2025 წლის იანვრიდან, ეს პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

დამკვეთის დავალებით ბითიჯის (https://bt.ge/ka/services-inner) გუნდი მოიძიებს მიწის ნაკვეთს, ან ბიზნეს პროექტს, მოაგვარებს ნებართვებისა და ლიცენზირების საკითხებს (საჭიროებისამებრ), მოაწესრიგებს იურიდიულ პროცედურებს და დამკვეთს გამზადებულ ბიზნეს პროექტს გადასცემს.

კორპორატიული მომსახურების მიმართულებები (სექტორები): ა) სამშენებლო-დეველოპერული პროექტი; ბ) ქარხანა/საწყობი; გ) ელექტროსადგური; დ) ბუნებრივი წიაღისეული; ე) სამედიცინო დაწესებულება.