სერვისები
ბიზნესის (პროექტის) ყიდვა
ბითიჯის დახმარებით შესაძლებელია კომერციული ფართის, საწარმოს, რესტორანის, მშენებარე ობიექტის, მიწის ნაკვეთის, კომპანიის წილის, პატენტის, ზოგადად ნებისმიერი მიმართულების და სახის ბიზნესის (პროექტის) ყიდვა.
ბიზნესის/პროექტის ყიდვა შესაძლებელია 3 მეთოდით:
ა) ჩვენი გუნდი თქვენი (დამკვეთის) სურვილის შესაბამისად, მოიძიებს მიწის ნაკვეთს, ან ბიზნეს პროექტს, მოაგვარებს ნებართვებისა და ლიცენზირების საკითხებს (საჭიროებისამებრ), მოაწესრიგებს იურიდიულ პროცედურებს და გამზადებულ ბიზნეს პროექტს გადმოგცემთ;
ბ) დაათვალიერეთ ჩვენს ვებგვერდზე არსებული ბიზნესები/ობიექტები და არსებული განაცხადებიდან შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი;
გ) გაეცანით ბითიჯის ვებგვერდზე განთავსებულ აუქციონებს, რომლებიც ბიზნესის მესაკუთრეების სურვილით (ინიციატივით) გაიმართება, მონაწილეობა მიიღეთ აუქციონში და შეიძინეთ სასურველი ბიზნესი/ობიექტი;
ბიზნესის (პროექტის) გაყიდვა
ბითიჯის დახმარებით შესაძლებელია კომერციული ფართის, საწარმოს, რესტორანის, მშენებარე ობიექტის, მიწის ნაკვეთის, კომპანიის წილის, პატენტის, ზოგადად ნებისმიერი მიმართულების და სახის ბიზნესის გაყიდვა.
ბიზნესის/პროექტის გაყიდვა შესაძლებელია 3 მეთოდით:
ა) თქვენ შეგიძლიათ თავად განათავსოთ ჩვენს პლატფორმაზე განაცხადი, თქვენვე აწარმოოთ მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებთან და გაყიდოთ ბიზნესი/პროექტი (სერვისის ღირებულება თვეში - 79 $).
ბ) ბითიჯის ვებგვერდზე ბიზნესის/პროექტის გაყიდვა დამფუძნებლის, მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია აუქციონის ფორმით (აუქციონი არის ბიზნესის უფრო ძვირად ან/და სწრაფად გაყიდვის შესაძლებლობა).
გ) თუ ბიზნესის/პროექტის გაყიდვას ვერ ახერხებთ იმის გამო, რომ პროექტი კრიზისშია, ან გაყიდვამდე საჭიროა გარკვეული პრობლემების მოგვარება (იპოთეკის მოხსნა, ლიცენზიის მიღება, ნებართვის მოპოვება და აშ) ჩვენ შეგვიძლია გავაჯანსაღოთ თქვენი პროექტი და დაგეხმაროთ გაყიდვაში.
კორპორატიული (ექსკლუზიური) მომსახურება
ჩვენი გუნდი თქვენი (დამკვეთის) სურვილის შესაბამისად, მოიძიებს მიწის ნაკვეთს, ან ბიზნეს პროექტს, მოაგვარებს ნებართვებისა და ლიცენზირების საკითხებს (საჭიროებისამებრ), მოაწესრიგებს იურიდიულ პროცედურებს და გამზადებულ ბიზნეს პროექტს გადმოგცემთ.
ჩვენ სარგებელს (სერვისის ღირებულებას) მივიღებთ მხოლოდ დამკვეთის ინტერესის შესაბამისად ბიზნესპროექტის დამუშავების და დამკვეთისთვის გადაცემის შემდეგ.
კორპორატიული მომსახურების მიმართულებები:
- სამშენებლო-დეველოპერული პროექტი: მიწის ნაკვეთის მოძიება, შესყიდვის პროცედურების მოგვარება, მოსახლეობასთან მოლაპარაკება, სამშენებლო პროექტის მომზადება (დამკვეთის სურვილის შესაბამისად), მშენებლობის ნებართვის მოპოვება;
- ქარხანა/საწყობი: ქარხნის/საწყობის სპეციფიკის გათვალისწინებით მიწის ნაკვეთის მოძიება, შესყიდვის პროცედურების მოგვარება, სამშენებლო პროექტის მომზადება, მშენებლობის ნებართვის მოპოვება, ლიცენზირება;
- ელექტროსადგური: მზის, წყლის, ქარის ელექტროსადგურის მოწყობის მიზნით ლოკაციის შერჩევა, კვლევა, მოსახლეობასთან მოლაპარაკება, პროექტის გაკეთება, ნებართვების მოპოვება;
- ბუნებრივი წიაღისეული: საჭირო წიაღისეულის ლოკაციის იდენტიფიცირება, კვლევა, ლიცენზიის მოპოვება, მოსახლეობასთან მოლაპარაკება;
- სამედიცინო დაწესებულება: მიწის ნაკვეთის მოძიება, შესყიდვის პროცედურების მოგვარება, სამშენებლო პროექტის მომზადება, მშენებლობის ნებართვის მოპოვება, ლიცენზირება.
პარტნიორის მოძიება
მოქმედი ბიზნესის დამფუძნებელს, ვისაც ბიზნესის გაფართოების, დამატებითი კავშირების დამყარების და გაძლიერების მიზნით, ახალი ბიზნეს პარტნიორის მოძიება სურს, ბითიჯის ბიზნეს ბროკერების გუნდი დაეხმარება სასურველი და შესაფერისი პარტნიორის მოძიებაში.
მოქმედ ბიზნესში ახალი პარტნიორის მოძიებით დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, რომელსაც დაუკავშირდება ბითიჯის ბიზნეს ბროკერი და შეთანხმებული პირობებით დაიგეგმება ბიზნეს პარტნიორის მოძიების პროცესი.
ბიზნესში პარტნიორის მოძიება შესაძლებელია 2 მეთოდით:
ა) ბითიჯის ბიზნეს ბროკერების გამოცდილი გუნდი ექსკლუზიური პირობებით მართვაში აიღებს ბიზნესში ახალი პარტნიორის მოძიების პროცესს, აწარმოებს მოლაპარაკებებს და ორგანიზებას გაუწევს ბიზნესში ახალი, სწორი პარტნიორის შესვლას (ჩართვას);
ბ) ბიზნესი მესაკუთრეს შეუძლია თავად განათავსოს ბითიჯის პლატფორმაზე განაცხადი, დაინტერესებულ მხარეებთან აწარმოოს მოლაპარაკებები და მოიძიოს პარტნიორი.
ბიზნესის გაყიდვის მოძიების სურვილის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია.
ბიზნესში ინვესტირება
ბიზნესში ინვესტირება გულისხმობს ორ შესაძლებლობას:
1. მოქმედი ბიზნესის გაფართოების, გაძლიერების, ვალდებულებების დაფარვისთვის ინვესტორის მოძიება. ბიზნესში ინვესტორი შეიძლება იყოს: ფიზიკური პირი ან კომპანია;
2. ფინანსური კაპიტალის მქონე ფიზიკური პირი ან კომპანია, ვისაც სურს თანხის ინვესტირება, ბითიჯის ბიზნეს ბროკერების დახმარებით შეარჩევს სასურველ ბიზნესს (კომპანიას) და განახორციელებს ინვესტიციას.
ინვესტორის მოძიება ან/და ბიზნესში ინვესტირება შესაძლებელია 2 მეთოდით:
ა) ბითიჯის ბიზნეს ბროკერების გამოცდილი გუნდი ექსკლუზიური პირობებით მართვაში აიღებენ ბიზნესის დამფუძნებლის/მმართველის ან ინვესტორის განაცხადს, აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ორგანიზებას გაუწევენ დამკვეთის ინტერესის შესაბამისად შედეგის მიღწევას;
ბ) ბიზნესის მესაკუთრეს/ხელმძღვანელს, ან ინვესტორს შეუძლია თავად განათავსოს განაცხადი ბითიჯის პლატფორმაზე და დაინტერესებულ მხარეებთან უშუალოდ აწარმოოს მოლაპარაკებები.
ბიზნესში ინვესტირების (ინვესტორის მოძიება ან/და ბიზნესში ინვესტირება) სურვილის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია.