
რას გულისხმობს ბითიჯის ექსკლუზიური მომსახურების სერვისი
ბითიჯი ბიზნეს ბროკერების გაერთიანებაა, რომელიც გთავაზობთ, ბიზნესის ყიდვა-გაყიდვის, ბიზნეს-პარტნიორების მოძიებისა და ბიზნესში თანხის ინვესტირების სერვისს. ჩვენი გუნდი საქართველოში, მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქმნის აუქციონის ფორმატში ბიზნეს ვაჭრობის მოდელს, რომელიც ბიზნესის რეალიზების ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზაა.
თუ სწრაფი მოლაპარაკებებით ხართ დაინტერესებული, ჩვენი კომპანია ექსკლუზიურ მომსახურებას გთავაზობთ. ეს უნიკალური სერვისი უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას და მთლიანად შედეგებზეა ორიენტირებული. დღევანდელ ბლოგში დაწვრილებით მოგიყვებით ბითიჯის ექსკლუზიური მომსახურების სერვისის შესახებ.
ექსკლუზიური მომსახურების სერვისის უპირატესობები
ჩვენი ექსკლუზიური მომსახურების არჩევის შემთხვევაში, ბითიჯის გუნდი, სასურველი შედეგის მიღწევამდე, პროცესის თითოეულ ეტაპს თავად წარმართავს. შესაბამისად, თქვენ აღარ მოგიწევთ დიდი რესურსის ჩადება ინფორმაციის მოძიებასა და დეტალების გადამოწმებაში. გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, პროცესის თითოეულ ეტაპზე, დაგეხმარებათ თქვენთვის მაქსიმალურად სარგებლიანი გადაწყვეტილების მიღებაში.
ბიზნეს ობიექტის გაყიდვა ან გაქირავება
ნებისმიერი ტიპის ბიზნესის გაყიდვის ან გაქირავების შემთხვევაში, სწრაფად და ძვირად გაყიდვის მიზნით, ჩვენი გუნდი გასაყიდად ამზადებს ობიექტს, განათავსებს ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებში არეკლამებს და, რაც მთავარია, ქართველი და უცხოელი ბიზნეს ბროკერების დიდი გუნდის ჩართულობით, უშუალო მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ბიზნესის ყიდვა
თუ ბიზნესის ყიდვას გეგმავთ, თქვენ ექსკლუზიურად გეყოლებათ კონკრეტული მიმართულების პირადი ბიზნეს ბროკერი, რომელიც თქვენთან 24/7 კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს თქვენი ინტერესების შესაბამის მოლაპარაკებებს. ჩვენი გამოცდილი გუნდი პერსონალურად თქვენთვის მოიძიებს ობიექტს და ივაჭრებს მანამ, სანამ არ იყიდით სასურველ ბიზნესს.
ახალი ინვესტორის ან პარტნიორის მოძიება
ინვესტორის ან პარტნიორის მოძიების დროს, ჩვენი ბიზნეს ბროკერები აქტიურად მუშაობენ თქვენი ინტერესების შესაბამისად, აწარმოებენ მოლაპარაკებებს თქვენი ბიზნესით დაინტერესებულ ინვესტორებთან და თქვენთან პარტნიორობით დაინტერესებულ ბიზნესებთან.
საქართველოში ინვესტიციის ჩადება
თუ საქართველოში ინვესტირება გსურთ, ექსკლუზიური მომსახურების სერვისის პირობებში, ჩვენი გუნდი თქვენი ინტერესების გათვალისწინებით მოიძიებს ბიზნეს პროექტს და თითოეულ ეტაპზე საჭირო დახმარებას გაგიწევთ. ბითიჯის გუნდის დახმარებით, ნებისმიერი სახის ბიზნესში ინვესტირებას შეძლებთ. ეს შეიძლება იყოს სასტუმრო, საწარმო, რესტორანი, კომერციული ფართი, მშენებარე ობიექტი, საწყობი, მარანი, სავაჭრო ობიექტი, აფთიაქი, მიწის ნაკვეთი, კომპანიის წილი და სხვა.
ექსკლუზიური მომსახურების სერვისის პირობებში, ბითიჯი ანაზღაურებას იღებს მხოლოდ წარმატებით დასრულებული ბიზნეს ვაჭრობის შემთხვევაში.
შეჯამება
ბითიჯის ექსკლუზიური მომსახურების სერვისი გაძლევთ გარანტიას, რომ მთელი გუნდი დაუღალავად ეცდება დაგეხმაროთ თქვენი მიზნების მიღწევაში. ეს სერვისი ითვალისწინებს ბიზნესის ყიდვის, გაყიდვის, ინვესტორის ან პარტნიორის მოძიების თითოეულ ეტაპზე ჩვენს სრულ ჩართულობას. პროფესიონალი ბიზნეს ბროკერების გუნდი პასუხისმგებლობას იღებს — დაწყებული ობიექტის მომზადებიდან, რეკლამირებიდან და მოლაპარაკებების წარმართვიდან, გარიგების წარმატებით დასრულებამდე. ჩვენი გამოცდილება, აუქციონის ინოვაციური ფორმატი და ინდივიდუალური მიდგომა აუცილებლად სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ.