
საინვესტიციო გარემო საქართველოში
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველო ღია, მუდმივ განვითარებაზე
ორიენტირებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს პოტენციალი, იქცეს რეგიონის მასშტაბით უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ ჰაბად. ეს, ერთი მხრივ, საკმაოდ ამბიციური, თუმცა რეალისტური სურვილია, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესის განვითარებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად აქტიურად ვდგამთ მიზანმიმართულ ნაბიჯებს. ეს ფაქტორი არც საერთაშორისო ორგანიზაციებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. საქართველო არის სტრატეგიული დანიშნულების წერტილი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის, რადგან უცხოურ კომპანიებს აქ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ხვდებათ.
ბიზნესის კეთება საქართველოში
2021 წლიდან ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსი ჩაანაცვლა მსოფლიო ბანკის ბიზნესის მზაობის (Business Ready – B READY) ინდექსმა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ტოპ სამ ქვეყანაში შედის ესტონეთთან და სინგაპურთან ერთად.
B-READY რეიტინგის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისთვის ბიზნეს გარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება. მისი ინდიკატორები აერთიანებს კომპანიის სასიცოცხლო ციკლის სამივე ეტაპს:
ბიზნესის დაწყება
ბიზნესის ოპერირება/გაფართოება
ბიზნესის დახურვა
აღსანიშნავია, რომ საქართველო 10-დან 7 ინდიკატორში მსოფლიოს პირველ ათეულშია. რეიტინგში თითოეული ინდიკატორი სამი ძირითადი მიმართულებით ფასდება, ესენია: „მარეგულირებელი ჩარჩო“; „საჯარო სერვისები“ და „ოპერაციული ეფექტიანობა“. საქართველო ,,ოპერაციულ ეფექტიანობაში” მსოფლიო რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს. „მარეგულირებელი ჩარჩოს“ მხრივ ქვეყანა მე-3 ადგილზეა, ხოლო „საჯარო სერვისებში“ - მსოფლიოში მე-14 პოზიციაზეა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 2024 წლის მონაცემებით საქართველო კვლავ რჩება ინვესტორებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოდ.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში
2024 წელს საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 966 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე დიდი ოდენობით ინვესტიცია ნიდერლანდებიდან (60.2 მილიონი აშშ დოლარი) შემოვიდა, ხოლო ყველაზე ცოტა ვირჯინის კუნძულებიდან (12.7 მილიონი აშშ დოლარი).
ეკონომიკის სექტორების მიხედვით ინვესტიციები გადანაწილდა:
1. დამუშავებული მრეწველობა(32.2%);
2. ენერგეტიკა (21.8%);
3. ვაჭრობა (16.2%);
4. უძრავი ქონება (11.6%);
5. ტრანსპორტი (10.8%);
6. ადმინისტრაციული საქმიანობა (6.2%);
7. დანარჩენი სექტორები (1.2%).
ამ კუთხით საქართველოსთვის 2024 წელი არ იყო საუკეთესო, თუმცა ეკონომიკური
მაჩვენებლებით არსებული წინსვლა იძლევა საფუძველს, რომ 2025 წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ბევრად უკეთესი იქნება.
სტრატეგიული ადგილმდებარეობა
საქართველოს ნამდვილად გამორჩეული და სტრატეგიული მდებარეობა აქვს, როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებისთვის. საქართველო არის უმოკლესი გზა ევროპული ბაზრისკენ აზიის კონტინენტის 8 ქვეყნისთვის. ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, დსთ-სთან, თურქეთთან. ცხადია, ეს ყველაფერი ახალი შესაძლებლობების კარს გვიხსნის და აქაურობას ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ბითიჯის როლი ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნაში
ჩვენი გუნდი უკვე 10 წელზე მეტია, სხვადასხვა სფეროში ანხორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ, არც თუ ისე მოკლე პერიოდის განმავლობაში, ხარისხზე ორიენტირებულმა სერვისებმა მოგვცა
ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი ქართველი და უცხოელი პარტნიორების ნდობა, რაც შემდგომში აისახა პროექტებში, ციფრებსა და კმაყოფილ მომხმარებლებში.
2024 წელს ბითიჯის გუნდმა მონაწილეობა მიიღო 61 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტების განხორციელებაში. მათში ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორები. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს ინვესტიცია და ვიცით, როგორ დავეხმაროთ საქართველოში დაინტერესებულ მხარეებს სწორად და მიზანმიმართულად დააბანდონ თავიანთი ფულადი რესურსები.
2025 წელს კიდევ უფრო დავხვეწეთ ჩვენი სერვისები და დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოვყავით 5 ძირითადი მიმართულება:
1. სამშენებლო/დეველოპერული პროექტები;
2. ბუნებრივი წიაღისეული;
3. სამედიცინო სფერო;
4. ელექტრო სადგურები;
5. ქარხანა/საწარმოები.
ვფიქრობთ, შესრულებული პროექტები, მათი ხარისხი და კმაყოფილი მომხმარებლების 98%-იანი ინდექსი, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ზემოხსენებული 5 მიმართულებით ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვართ. ჩვენ შეგვიძლია დაინტერესებულ პირებს დავეხმაროთ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტიციების მოძიებაში.
შეჯამება
საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად აქტიური ნაბიჯები გადაიდგა წინ. სტრატეგიული ადგილ-მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყანას აქვს პოტენციალი რეგიონში უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბდეს. ამას მოწმობს ბოლო პერიოდის კვლევებიც.
ბითიჯი საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ დაინტერესებულ პირებს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოძიებაში ვეხმარებით. ამ მიმართულებით ჩვენი პლატფორმა სხვადასხვა სერვისს გთავაზობთ. ამგვარად ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნაში შეგვაქვს წვლილი.