Image

გეჩქარებათ ქონების გაყიდვა?

ხშირად ბიზნესის დამფუძნებლები ან/და ხელმძღვანელები გარკვეული აქტივის (მიწა, კომერციული ფართი, საწარმო, მშენებლობა, რესტორანი) გაყიდვას მოკლე დროში გეგმავენ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო გარკვეული პრობლემები აქვთ ბანკებთან, საგადასახადოსთან.

კომპანიების დიდ ნაწილს, რომლებშიც ბევრი პარტნიორია, გარკვეულ ეტაპზე უჩნდებათ სურვილი სწრაფად გაყიდონ ,,საერთო ბიზნეს აქტივი,’’ გადაიხადონ ვალდებულებები და გაინაწილონ დარჩენილი მოგება.

არის შემთხვევები, როდესაც ბიზნეს აქტივის სწრაფად გაყიდვა დამფუძნებლებს იმის გამო სურთ, რომ ამ აქტივის, თუნდაც იაფად გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით, ბევრად მეტი ფინანსური სარგებლის მიღება შეუძლიათ. მაგალითად: 2 მლნ აშშ დოლარად ყიდის სასტუმროს, რომელსაც წლიურად 35 000 აშშ დოლარის მოგება აქვს და ამ 2 მლნ აშშ დოლარით გეგმავს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, რომლითაც წლიურად 150 000 აშშ დოლარს გამოიმუშავებს.

თუ ქონების გაყიდვა გეჩქარებათ, ბითიჯის გუნდს შეუძლია მხარდაჭერა ორი მეთოდით: 1) ბითიჯი საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრები ბიზნეს ბროკერების ჩართულობით მოიძიებს პოტენციურ მყიდველებს; 2) ბითიჯის ბიზნეს აუქციონზე განთავსებით და რამდენიმერაუნდიანი ბიზნეს ვაჭრობით (თუ პირველი მცდელობისას არ გაიყიდა, შემდეგ უკვე ფასდაკლებით გაყიდვა) ქონების გაყიდვის შანსი ძალიან მაღალია.

შენიშვნა: ბითიჯის აუქციონზე ქონება იყიდება მხოლოდ მესაკუთრის ინიციატივით. ჩვენთან ჩამორთმეული და სადავო ქონებები არ იყიდება.