Image

ბიზნეს ობიექტი აუქციონზე უფრო სწრაფად იყიდება

სასტუმროს, საწარმოს, რესტორნის, კომერციული ფართის, ზოგადად ბიზნეს ობიექტის ყიდვა-გაყიდვის პროცესში საქართველოში თითქმის არ გამოიყენება აუქციონის ფორმა, რადგანაც პრაქტიკაში აუქციონზე მხოლოდ ე.წ. ჩამორთმეული ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება იყიდება.

ამ დროს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ბიზნეს ობექტის მესაკუთრე, რომელსაც სურს თავისი ქონების სწრაფად და მისაღებ ფასად გაყიდვა, აუქციონს ირჩევს, არსებობს ამის ძალიან დიდი შესაძლებლობები და წარმატებული პრაქტიკა.

როდესაც ბიზნეს ობიექტს უშუალო მოლაპარაკებებით ვყიდით, ასეთ დროს, ბუნებრივია, შედარებით ნაკლებია პოტენციური მყიდველების მოკლე დროში მოძიებისა და გაყიდვის შესაძლებლობა. მეტიც, როდესაც ბიზნესობიექტზე ერთ ან რამდენიმე მხარეს ველაპარაკებით, ხშირად ისინი ფიქრობენ, რომ ერთადერთი დაინტერესებული მხარე არიან და ცდილობენ, ყველა ბერკეტის გამოყენებით დრო გაწელონ, ბოლომდე ივაჭრონ, იმისთვის რომ ძალიან დაბალ ფასად იყიდონ.

როდესაც ბიზნესი აუქციონზე იყიდება, ასეთ დროს პოტენციურ მყიდველებს არ აქვთ იმის განცდა და შესაძლებლობა, რომ მხოლოდ თავად არიან დაინტერესებული მხარე. როცა პოტენციური მყიდველი ვაჭრობისთვის აუქციონის ფორმატს ირჩევს, ესე იგი, მას საწყისი გასაყიდი ფასი უკვე აწყობს და, სულ მცირე, ვაჭრობისთვის მზად არის.

აუქციონის ფორმატში გაყიდვის ვადა ფიქსირებულია და, შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ ქონება სწრაფად გაიყიდება, ძალიან მაღალია.

შენიშვნა: ბითიჯის აუქციონზე ქონება იყიდება მხოლოდ მესაკუთრის ინიციატივით. ჩვენთან ჩამორთმეული და სადავო ქონებები არ იყიდება.