ჰესის პროექტის დასამუშავებლად ბიზნესის დამფუძნებლებს და მმართველებს, 2025 წლის იანვრიდან აუთსორს კომპანიის დაქირავება შეუძლიათ
ელექტროსადგურების (მზე, ქარი, წყალი) ბიზნესი საქართველოში ძალიან პერსპექტიულია და მოთხოვნაც მზარდია, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების, წინააღმდეგობების ფონზე, ბიზნეს სექტორი ბერ რისკს ხედავს.
ბოლო დროს გაიზარდა მოთხოვნა ისეთ პროექტებზე, სადაც მშენებლობის ნებართვის გარდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებულია პროექტი და წინააღმდეგობის რისკები მინიმალურია.
არასწორად დაწყებული პროექტი, ხშირად დაუძლეველ, ან წლობით მოუგვარებელ პრობლემებს უკავშირდება.
2025 წლის იანვრიდან ელექტროსადგურების პროექტების გაკეთებით დაინტერესებულ პირებს, საკითხის გადაწყვეტა შეუძლიათ დაავალონ საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის და ბიზნესში ინვესტირების საკითხებზე მომუშავე ბიზნეს ჯგუფს - ბი თი ჯი-ს (https://bt.ge/ka), რომელსაც მსგავსი საქმიანობის 8 წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია.
დამკვეთი 100%-ით დაზღვეულია, რადგანაც ზემოაღნიშნული კორპორტიული (ექსკლუზიური) მომსახურების ფარგლებში, ბი თი ჯი სარგებელს (სერვისის ღირებულებას) მიიღებს მხოლოდ დამკვეთის ინტერესის შესაბამისად ბიზნესპროექტის დამუშავების და დამკვეთისთვის გადაცემის შემდეგ.
კორპორატიული (ექსკლუზიური) მომსახურება გულისხმობს: ა) დამკვეთის სურვილის შესაბამისად პროექტის ადგილმდებარეობის/ლოკაციის შერჩევა; ბ) მიწის ნაკვეთის შესყიდვის პროცედურების მოგვარება; გ) პროექტის სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკება; დ) ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მშენებლობის ნებართვის მიღება.
კორპორატიული მომსახურების ფარგლებში, დამკვეთი ირჩევს ყველა, ან რომელიმე სერვისს.
სამუშაო პროცესი დამკვეთისთვის ძალიან კომფორტულია: პროცესში ჩართულია, მასთან თანხმდება ყველა დეტალი, გადაწყვეტილებები მიიღება მისი უშუალო მონაწილეობით, თუმცა მომსახურების საფასურს იხდის მხოლოდ მისთვის (დამკვეთისთვის) სასურველი შედეგის დადგომის შემდეგ.