Image

ბიზნესპროექტისთვის ინვესტორის ან/და პარტნიორის მოძიებით დაინტერესებული პირებისთვის ვებგვერდი (https://bt.ge/ka) ამოქმედდა

საქართველოში ბევრი მოქმედი ბიზნესი და სტარტაპი ეძებს ინვესტორს, თუმცა ქვეყანაში ახლა ვითარდება ბიზნესში ინვესტირების მექანიზმები და იქმნება პრაქტიკა. 

ინვესტორის მოძიების მსურველებს ხშირად აქვთ ძალიან კარგი პროექტი, კარგად დამუშავებული ბიზნეს მოდელი, საქმე რეალისტურია, მომგებიანობა დასაბუთებულია, მაგრამ პოტენციური ინვესტორისთვის ვერ ახერხებს ხმის მიწვდენას.

2025 წლის იანვარში ამოქმედდა ბიზნესში ინვესტორის, ან/და პარტნიორის მოძიების მხარდამჭერი ვებგვერდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი და ხმა მიაწვდინონ პოტენციურ ინვესტორებს/პარტნიორებს.

განაცხადი გავრცელდება შემდეგნაირად: 

1.   განაცხადი განთავსდება ბიზნეს ვაჭრობის პლატფორმაზე (https://bt.ge/ka) ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. პლატფორმას თვეში საშუალოდ 950 ბიზნეს ვაჭრობით დაინტერესებული (ყიდვა, გაყიდვა, ინვესტირება) ვიზიტორი ჰყავს. სტატისტიკა 5%-ით მზარდია;

2.   განაცხადი უშუალოდ გაეგზავნება 800-ზე მეტ ბიზნეს ბროკერს (საქართველოში და საზღვარგარეთ), რომლებიც ბიზნესის ყიდვა-გაყიდვის და ბიზნესში ინვესტირების კუთხით თანამშრომლობენ ჩვენთან (ბი თი ჯი-ს გუნდთან);

3.   განაცხადი გაეგზავნება საქართველოში 3000-ზე მეტ საშუალო და მსხვილი ბიზნესის დამფუძნებელს, ხელმძღვანელს;

4.   განაცხადი გაკეთდება აუდიო ფორმატში და განთავსდება ბიზნეს ვაჭრობის პლატფორმაზე (https://bt.ge/ka). აუდიო განაცხადი ძალინ კომფორტულია მგზავრობისას და სამუშაოს პარალელურად ინფორმაციის მიღების დროს;

5.   განაცხადი განთავსდება ბიზნეს ვაჭრობის Facebook და Linkedin გვერდებზე და ჩაერთვება სარეკლამო ბიუჯეტი (განაცხადს თვეში საშუალოდ 71 000-ზე მეტი ნახვა აქვს);

6.   განაცხადი განთავსდება Facebook-ის, Linkedin-ის და Telegram-ის ბიზნეს ვაჭრობის ,,ჯგუფებში’’, რომლებშიც 5000-ზე მეტი ბიზნეს ვაჭრობით დაინტერესებული წევრია;

7.   განაცხადი გაეგზავნება საზღვარგარეთ (ისრაელი, ევროპა, აშშ, მეზობელი ქვეყნები) მცხოვრებ საქართველოში ინვესტირებით, კომერციული ობიექტების, მიწის ნაკვეთების და ზოგადად მოქმედი ბიზნესის შესყიდვით დაინტერესებულ 750-ზე მეტ ბიზნესის დამფუძნებელს, მმართველს, ინვესტორს.

განაცხადის გამოქვეყნების, გავრცელების და რეკლამირების საფასური თვეში: 79 $.