წესები და პირობები
მუხლი 1. შესავალი
1.1. შპს „ბიზნეს თრეიდი“(რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 445636410. მისამართი: საქართველო,ქალაქი ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა, N107/39, კომერციული ფართი N13; ელ.ფოსტა:[email protected]) ფლობს და მართავს ვებგვერდს- BT.GE, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბიზნესის(აქტივის)ყიდვა, გაყიდვა, ქირავნობა, ბიზნესში პარტნიორობა, ბიზნესში ინვესტირება.
1.2. ვებგვერდის (bt.ge) გამოყენების დროს მომხმარებლები/მხარეები ხელმძღვანელობენ წინამდებარე დოკუმენტით, სადაც აღწერილია ყველა ძირითადი წესი, რაც მოქმედებს ვებგვერდზე ინფორმაციის გაცნობის, რეგისტრაციისა და ბიზნეს ვაჭრობის პროცესში;
1.3. გარდა წინამდებარე დოკუმენტისა, ვებგვერდის სხვადასხვა განყოფილებაში აღწერილია ცალკეული პროდუქტებისა და ოპერაციების წესები, პროცედურები,რაც ამ დოკუმენტთან ერთად მოქმედებს და ინფორმაციის სხვადასხვაგვარად გაგების ან წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ვებგვერდის მიზნობრივ განყოფილებებში არსებულ წესებს.
მუხლი 2. ტერმინების განმარტებები
ვებგვერდის წესებში და პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა,გარდა იმ შემთხვევებისა,თუ კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
2.1. პროფილი (პირადი ანგარიში) - ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
2.2. ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას;
2.3. გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად,რომელსაც გამოყენების ეს წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს,მათ შორის,დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან,რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით;
2.4. ვებგვერდი - ნიშნავს კომპანიის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდს: bt.ge;
2.5. კომპანია, BT.GE, ჩვენ, ჩვენი - ნიშნავს შპს „ბიზნეს თრეიდი“;
2.6. კომპანიის სერვისი -კომპანიის სტანდარტული და ექსკლუზიური სერვისები, რაც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე- bt.ge
(ბიზნესის(აქტივის)ყიდვა, გაყიდვა, ქირავნობა, ასევე ბიზნესში პარტნიორობა, ბიზნესში ინვესტირება და სხვა);
2.7. სტანდარტული სერვისები - სერვისები, რომლებიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ვებგვერდის სტანდარტული სერვისების გამოყენებით ვებგვერდზე განათავსონ/მოიძიონ განცხადებები აქტივის ყიდვის, გაყიდვის, გაქირავების, ასევე ბიზნესის (წილების), მოთხოვნა/დათმობის უფლებების, ნებართვების/ლიცენზიების ყიდვა-გაყიდვის, ასევე ონლაინ აუქციონით/ვაჭრობის შესახებ. სტანდარტული სერვისების დროს კომპანია არ არის არც მომხმარებლის და არც გამყიდველის მხარე;
2.8. ექსკლუზიური სერვისები - სერვისები, რომლითაც სარგებლობს მომხმარებელი კომპანიასთან ინდივიდუალურად გაფორმებული დოკუმენტის (განაცხადი, დასტური, შეთანხმება, მეილკომუნიკაცია) საფუძველზე. ექსკლუზიური მომსახურება გულისხმობს კომპანიის ბიზნეს ბროკერის პერსონალურ მომსახურებას, როდესაც დამკვეთის ინტერესის შესაბამისად ბიზნეს ბროკერი, კომპანიის გუნდთან ერთად, ექსკლუზიურად მუშაობს ბიზნეს აქტივის ყიდვა-გაყიდვის, ქირავნობის ბიზნესში პარტნიორობის ან/და ინვესტირების მიმართულებით;
2.9. მომხმარებელი,მომხმარებლები - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კომპანიის ვებგვერდის სერვისების გამოყენებით შეიძენს ან შესთავაზებს ქონებას ან მომსახურებას,ეძებს პარტნიორს/ინვესტორს ან/და გახდება პარტნიორი/ინვესტორი;
2.10. მხარე, მხარეები - ნიშნავს გამყიდველს, მყიდველს, პარტნიორს, ინვესტორს, კომპანიასა და მის მომხმარებლებს მოხსენიებულს ცალ-ცალკე ან ერთად;
2.11. გამყიდველი/მესაკუთრე (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „გამყიდველი“) - მომხმარებელი, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერ პირს (ფიზიკური პირი/იურიდიული პირი/პირთა გაერთიანება) და რომელიც პირადად ან კომპანიის სტანდარტული ან/და ექსკლუზიური მომსახურების სერვისების საშუალებით ახორციელებს აქტივის რეალიზაციას;
2.12. მყიდველი-მომხმარებელი,რომელიც წარმოადგენს ნებისმიერ პირს (ფიზიკური პირი/იურიდიული პირი/პირთა გაერთიანება) და რომელიც პირადად, ან კომპანიის სტანდარტული, ან/და ექსკლუზიური მომსახურების სერვისების საშუალებით ახორციელებს ქონების/აქტივის შესყიდვას.
2.13. ქონება-„გამყიდველის“ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონება/აქტივი, რომელიც ვებგვერდზე განთავსებულია რეალიზაციის ან გაქირავების მიზნით,ან/და რომელსაც კომპანია ექსკლუზიურად ყიდის/აქირავებს;
2.14. ონლაინ აუქციონი-ვებგვერდზე არსებული ონლაინ აუქციონის სერვისი, რომელიც მხარეებს აძლევს აუქციონში მონაწილეობის/ვაჭრობის გზით ქონების/აქტივის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას;
2.15. აუქციონის მოწყობა - კომპანიის მიერ,ვებგვერდის მეშვეობით, ონლაინ აუქციონის ორგანიზება ქონების რეალიზაციის მიზნით გამყიდველის სურვილის შესაბამისად;
2.16. პრეტენდენტი - აუქციონის მომხმარებელი, რომელიც მონაწილეობას იღებს ვებგვერდზე ორგანიზებულ ონლაინ აუქციონში ქონების შეძენის მიზნით;
2.17. შეთავაზება/ბიდი - ელექტრონულ აუქციონზე პრეტენდენტის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებულ ქონებაზე ფასის შეთავაზება;
2.18. სარეზერვო ფასი - ელექტრონული აუქციონის ფარგლებში გამყიდველის მიერ დაწესებული ქონების მინიმალური ფასი;
2.19. საბოლოო შეთავაზებული ფასი - პრეტენდენტის მიერ აუქციონზე წარდგენილი საბოლოო ბიდი;
2.20. განცხადების განთავსება - გამყიდველის სურვილის შესაბამისად ქონების/აქტივის ვებგვერდზე განთავსება პირდაპირი ან ონლაინ აუქციონით რეალიზაციის მიზნით.
2.21. მესამე პირი-ნებისმიერი პირი გარდა მხარეებისა;
2.22. ბე/საგარანტიო თანხა-ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით აუქციონში მონაწილეობისთვის მომხმარებლის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა;
2.23. ლოტი -ელექტრონული აუქციონის ფარგლებში გამყიდველის მიერ განთავსებული განცხადება, რომელიც არ ექვემდებარება დაყოფას;
2.24. საწყისი ფასი - გამყიდველის მიერ ელექტრონული აუქციონის ფარგლებში მითითებული ქონების საწყისი სავაჭრო ღირებულება;
2.25. ელექტრონული ხელმოწერა - ვებგვერდის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ხელმოწერა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან/და ხელმოწერილი დასკანერებული დოკუმენტის მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა აპლიკაციის საშუალებით;
2.26. ონლაინ ვაჭრობა - ვებგვერდზე კომპანიის სერვისების გამოყენების გზით ქონების ელექტრონული შეძენა/გასხვისება, ასევე ბიზნესში პარტნიორის მოძიება და ბიზნესში ინვესტირებაა;
2.27. სერვისის საკომისიო - კომპანიის მიერ მხარეებისთვის გაწეული მომსახურებების საფასური;
2.28. შეთავაზება-განცხადებები კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ქონების/აქტივის შეთავაზების შესახებ;
2.29. საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
2.30. ოპერაცია - მხარეების მიერ მისი პროფილის(პირადი ანგარიშის)გამოყენებით ან მათი პროფილთან (პირადი ანგარიშთან) ან/და სერვისებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება (მაგ.განცხადების განთავსება,რეალიზაცია,ყიდვა,შეტყობინების/პრეტენზიის დაფიქსირება,კომპანიის სერვისების გამოყენება, რეკვიზიტების ცვლილება და სხვა);
2.31. წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები,პაროლები,მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს მხარეს, სხვადასხვა სერვისებზე წვდომისათვის;
მუხლი 3. მომხმარებლის/მხარეების განცხადებები და გარანტიები
3.1. მომხმარებელი/მხარე ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გაცნობის, გამოყენების, ოპერაციების,განაცხადის განთავსების, კომუნიკაციის, დოკუმენტის გაცვლის, ბიზნეს ვაჭრობის პროცესში მონაწილეობისას:
ა) თავისუფალია არჩევანში ისარგებლოს თუ არა კომპანიის ვებგვერდით და ამას აკეთებს საკუთარი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით. არის ქმედითუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,უფლებაუნარიანი იურიდიული პირი, რომელიც გაეცნო წინამდებარე დოკუმენტს, ეთანხმება და მისაღებია მისთვის;
ბ) არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების მსხვერპლს. სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
გ) გააჩნია სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) შეასრულოს ვებგვერდის სხვადასხვა განყოფილებებში ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული ფუნქციები;
დ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არ არის ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ან/და ცილისმწამებლური. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის,ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
ე) პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას, მანამდე და მერე ოპერაციების შესრულების პროცესში მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
ვ) მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით,მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი,ფოტო,ვიდეო-აუდიო მასალა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
ზ) იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებსა და პირობებში, ასევე ვებგვერდის სხვადასხვა განყოფილებაში მითითებულ ვალდებულებებს;
თ) თანახმაა, პირადი ანგარიშის(პროფილის)გახსნის შემდგომ, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში, მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის, პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
ი) დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
ზ) ვებგვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე,პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
თ) არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებით;
ი) არ გადასცემს ვებგვერდის პირად ანგარიშს და ID-ს მესამე პირს კომპანიის თანხმობის გარეშე;
კ) არ გაავრცელებს ან გამოაქვეყნებს სპამს, არასასურველ/საზიანო ელექტრონული კომუნიკაციებს, ჯაჭვურ წერილებს ან პირამიდულ სქემებს;
ლ) არ განახორციელებს არცერთ ისეთ ქმედებას,რომელიც არღვევს კომპანიის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების წინამდებარე პირობებსა და სტანდარტებს;
3.2. კომპანია მხარეებთან თანამშრომლობას იწყებს (განაცხადი, თანხმობა, ხელშეკრულება, მეილკომუნიკაცია) ამ წესებსა და პირობებში მოცემულ განცხადებებზე, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ სამუშაო პირობებად. შესაბამისად, თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ყველა მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
მუხლი 4. ვებგვერდზე რეგისტრაცია,ანგარიშის (პროფილის) გახსნა
4.1. ანგარიშის (პროფილის) გახსნა და რეგისტრაცია ხდება ვებგვერდზე: bt.ge. რეგისტრაციის ფანჯარაში უნდა შეივსოს ყველა მოცემული ველი და მოინიშნოს -„ვეთანხმები წესებსა და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.“
4.2. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით, მომხმარებელი/მხარე აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს და კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ დაიცვას კომპანიის ინტერესები და იღებს ვალდებულებას, რომ აუნაზღაუროს კომპანიას წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი(ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.3. მომხმარებელი/მხარე ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ:
ა) იცის, რომ შესაძლოა კომპანიის ექსკლუზიური სერვისები მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია;
ბ) კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას მომხმარებლის/მხარის მონაცემების ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის გაზიარების ან/და მათგან მომხმარებლის/მხარის მონაცემების გამოთხოვის თაობაზე;
გ) გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებს და პირობებს, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას;
4.4. მომხმარებელი/მხარე ამ პუნქტში განსაზღვრული წესით, რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლის/მხარის პროფილში (შემდგომში „პირადი ანგარიში/პროფილი“) უთითებს ყველა ინფორმაციას,რაც ვებგვერდის ამ განყოფილებაშია აღწერილი;
4.5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის ან/და ვებგვერდის საშუალებით რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე.რეგისტრაციისას მომხმარებელი/მხარე უფლებამოსილია მიუთითოს ანგარიშის ის ნომერი,რომელზეც სურს მიემართოს მის სასარგებლოდ კომპანიის ვებგვერდის საშუალებით ჩარიცხული თანხები.მომხმარებელი/მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მითითებული ანგარიშის ნომერი. ანგარიშის ნომრის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს/მხარეს;
4.6. რეგისტრაციის დასასრულებლად და პირადი ანგარიშის (პროფილის) გასააქტიურებლად მომხმარებელმა/გამყიდველმა სავალდებულო წესით უნდა მონიშნოს ველი,რომ ეთანხმება კონფიდენციალურობის პოლიტიკას და წინამდებარე წესებსა და პირობებს;
4.7. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ,მომხმარებელი/მხარე უფლებამოსილია ისარგებლოს ვებგვერდზე განთავსებული ან/და კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისებით;
4.8. პირადი ანგარიშის (პროფილის) უსაფრთხოების და დაცვის მიზნით მომხმარებელი/მხარე ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს/მხარეს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება;
4.9. მომხმარებელი/მხარე კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის/მხარის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს/მხარეს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის/მხარის ანგარიშზე წვდომით მიყენებულ ზიანზე;
4.10. მომხმარებელი/მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე (პროფილზე) არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის/მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან/მხარისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება, ან დოკუმენტების, ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
4.11. მომხმარებელი/მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ანგარიშის (პროფილის) დახურვა/გაუქმება.
მუხლი 5. ანგარიშის (პროფილის) შესახებ ინფორმაციას (იდენტიფიკატორს) წარმოადგენს
5.1. სახელი-ავტორიზაციის ერთ-ერთი პარამეტრი,რომელიც უნიკალურია და წარმოადგენს რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ.ფოსტის მისამართს ან კომპანიის მიერ მისთვის განსაზღვრულ სხვა ნებისმიერ პარამეტრს;
5.2. პაროლი-ავტორიზაციის ერთ-ერთი პარამეტრი,რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ვებგვერდზე რეგისტრაციისას.
5.3. მობილური ტელეფონის ნომერი-ტელეფონის ნომერი,რომელზეც მომხმარებელი/მხარე იღებს კომპანიის მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერადი წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე კომპანიისგან იღებს შეტყობინებებს კომპანიის სერვისებთან დაკავშირებით;
5.4. მომხმარებლის/მხარის პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი,რაც უნიკალურია და საჭიროა მომხმარებლის/მხარის იდენტიფიკაციის მიზნებისათვის;
5.5. მომხმარებლის/მხარის ელექტრონული ფოსტის მისამართი-ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი/მხარე იღებს მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე შეტყობინებებს კომპანიისაგან;
5.6. სერვისის/მომსახურების გაუმჯობესების ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის/მხარის იდენტიფიკატორები,რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით.
მუხლი 6. ავტორიზაცია
6.1. ანგარიშის/პროფილის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ ვებგვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი/მხარე გადის ავტორიზაციას.
6.2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის/მხარის მიერ დაფიქსირებული ელ.ფოსტის და პაროლის საშუალებით.
6.3. ვებგვერდზე ავტორიზაციისას მომხმარებელი/მხარე უფლებამოსილია საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროს,მათ შორის,სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში,ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 7. აკრძალული ოპერაციები
7.1. ვებგვერდზე განსათავსებლად მკაცრად აკრძალულია კომპანიისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, გავრცელება და რეკლამირება, რაც დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალებებთან, ცეცხლსასროლი იარაღთან ან სხვა საბრძოლო მასალასთან, პორნოგრაფიულ მასალასთან, პირამიდის ქსელთან ან სხვა სწრაფი გამდიდრების,უკანონო სქემებთან.
7.2. ვებგვერდზე განსათავსებლად მკაცრად აკრძალულია კომპანიისთვის ინფორმაციის მიწოდება და სარეალიზაციოდ ისეთი ქონების/აქტივის განთავსება, რომელიც არ აკმაყოფილებს მისი ვებგვერდზე განთავსების დროისთვის მოქმედ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოქმედ მოთხოვნებს ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია მისი ამ ფორმით რეალიზაცია.
7.3. კომპანიას შეუძლია ნებისმიერ დროს გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალვების ჩამონათვალი, რის შესახებაც ვებგვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებელს/მხარეს ეცნობება ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით.
7.4. იმ შემთხვევაში,თუ მომხმარებელი/მხარე განახორციელებს ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია ამ მუხლში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით,კომპანია უფლებას იტოვებს:
ა) შეწყვიტოს ან შეაჩეროს მომხმარებლის/მხარის პირადი ანგარიშით განხორციელებული ოპერაცია ან/და ხარვეზის აღმოფხვრამდე გათიშოს პრობლემური ქონება ვებგვერდიდან;
ბ) შეწყვიტოს მხარესთან თანამშრომლობა ან/და დაბლოკოს/წაშალოს ვებგვერდზე არსებული მომხმარებლის/მხარის ანგარიში (პროფილი);
გ) მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
7.5.ვებგვერდზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.
მუხლი 8. კომპანიის პასუხისმგებლობის გამორიცხვის ფარგლები
8.1. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებში აღწერილი პირობების შესაბამისად. კომპანიის პასუხისმგებლობა ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ,ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.
8.2. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას,რომ ვებგვერდი ან/და სერვისი იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები,ვირუსები ან სხვა ხარვეზები.კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენი ან მესამე პირის წინაშე ვებგვერდის სერვისში რაიმე ცვლილების,სერვისის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში,ასევე კომპანია არ არის პასუხისმგებელი თუ ვებგვერდის სერვისები არ იმუშავებს გამართულად მონაცემების,კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების,მესამე პირთა მიერ ვებგვერდის ან მისი შემადგენლობის უკანონო გამოყენების,ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში.
8.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი:
ა) მხარის ან/და მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე განსათავსებლად მოწოდებული ინფორმაციის შინაარსზე,სარეალიზაციო ქონების აღწერის,მისი ქონებრივი და უფლებრივი ნაკლის შესახებ ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი ქონების რეალიზაციის შედეგად მიყენებულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ნებისმიერ სახის ზიანზე;
ბ) მხარის ან/და მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე,მათ შორის,გარიგების დადების შემდეგ გარიგების ნებისმიერი მხარის მიერ ამ გარიგებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე;
გ) მხარეებს შორის შესაძლო დასადები ან დადებული გარიგებიდან წარმოშობილი ოპერაციის,ვალდებულების ან საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე და გადახდაზე ინფორმაციის წინასწარ მიწოდებაზე;
დ) ვებგვერდზე განთავსებულ ქონებასთან დაკავშირებული უფლების,ნებართვის/ლიცენზიის,სერთიფიკატის არსებობაზე,თუ მისი არსებობა გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.
ე) მომხმარებელსა და მხარეს შორის შემდგომი კომუნიკაციის დამყარებაზე ან/და მის შედეგებზე;
ვ) მომხმარებლის/მხარის მიერ ვებგვერდზე განსათავსებლად წარმოდგენილი ინფორმაციის,ქონების/აქტივის ხარისხზე,უსაფრთხოებაზე,კანონიერებაზე,აღწერასთან შესაბამისობაზე და აგრეთვე ვებგვერდის საშუალებით გამყიდველის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;
ზ) მხარის ან/და მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
თ) ვებგვერდზე კომპანიის გუნდისგან დამოუკიდებელი ტექნიკური პრობლემით/შეფერხებით გამოწვეულ შედეგზე;
ი) გამყიდველის მიერ აუქციონის ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტისას, გაუქმებისას ან აუქციონის პირობების შეცვლით მიყენებულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე;
კ) გამყიდველის, მხარის ან მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის (აუქციონის/შეკვეთის გაუქმება/შეჩერება/თანხის არ გადახდა და ა.შ.) გაუქმებით/შეჩერებით გამოწვეულ შედეგზე/ზიანზე;
ლ) გამყიდველის მიერ მომხმარებლის/მხარის მიმართ მომხმარებლის/მხარის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებების ნორმების დარღვევით გამოწვეულ შედეგზე(თუ გამყიდველი არ არის კომპანია);
მ) მომხმარებლის/მხარის მიერ ვებგვერდზე განსათავსებლად კომპანიისთვის მოწოდებულ განცხადებებზე თუ ისინი არღვევენ მესამე პირების საავტორო ან მომიჯნავე უფლებებს.
8.4. კომპანიის პასუხისმგებლობის გამორიცხვის წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე,როცა კომპანია ახორციელებს ექსკლუზიურ მომსახურებას,კომპანია თავად ახდენს ქონების რეალიზაციას, კომპანია ახდენს აუქციონის ორგანიზებას ან/და კომპანიას და მხარეებს შორის არსებულ შეთანხმებაში(განაცხადი, დასტური) წინამდებარე დოკუმენტისგან განსხვავებულადაა დარეგულირებული აღნიშნული საკითხი.
მუხლი 9. განცხადებების ვებგვერდზე განთავსება
9.1. ვებგვერდზე განაცხადის განთავსების მიზნით გამყიდველი/მომხმარებელი ინფორმაციას ატვირთავს ვებგვერდის შესაბამის ველზე ან/და უგზავნის/აზუსტებს კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელს ელექტრონულ ფოსტაზე, რომლის დომენია - ///@ bt.ge.
9.2. ვებგვერდზე განაცხადის განთავსების პროცესში კომპანიას უფლება აქვს დააზუსტოს ნებისმიერი ინფორმაცია,მხარეს მოსთხოვოს დოკუმენტის განმარტება,ორიგინალის წარმოდგენა,ინფორმაციის გასწორება, ფოტოს/ვიდეოს უკეთესი ხარისხით გამოგზავნა და ყველა მოქმედების შესრულება, რაც აუცილებელია ვებგვერდზე დადგენილი სტანდარტის შესაბამისად განაცხადის განსათავსებლად.
9.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი განაცხადში მითითებული ქონების/აქტივის რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლზე, ხოლო გამყიდველი/მომხმარებელი ადასტურებს, რომ თავად არის პასუხისმგებელი ნებისმიერ პრეტენზიაზე, რაც დაკავშირებულია მის მიერ წარმოდგენილ განაცხადში/ინფორმაციაში მითითებული ქონების/აქტივის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან და/ან ბიზნეს ვაჭრობის შედეგებთან დაკავშირებული საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო;
9.4. ვებგვერდზე განთავსებულ განაცხადს მიეთითება,ვინ არის განაცხადის მხარე. კერძოდ,თუ განაცხადის მხარე თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს და ვაჭრობის პროცესში უშუალოდ მონაწილეობს,ასეთ დროს მიეთითება მხარის კონტაქტი და მინიშნება, ამის შესახებ. როდესაც განაცხადის მხარე არის კომპანია, ასეთ დროს განაცხადზე არის კომპანიის შესაბამისი მინიშნება.
მუხლი 10. წესებისა და პირობების მოქმედების ვადა, შეწყვეტა და ანგარიშის (პროფილის) გაუქმება
10.1. წინამდებარე დოკუმენტი ამოქმედდება მომხმარებლის/მხარის მიერ ვებგვერდზე რეგისტრაციის მომენტიდან და ძალაში რჩება მომხმარებლის/მხარის რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) გაუქმებამდე.
10.2. მომხმარებელი/მხარე ვალდებულია რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) გაუქმების მიუხედავად, უზრუნველყოს ვებგვერდის სერვისების გამოყენების შედეგად დადებული გარიგების პირობები ამ ფაქტის დადგომამდე.
10.3. მომხმარებელი/მხარე უფლებამოსილია,ნებისმიერ დროს კომპანიის ვებგვერდზე მომხმარებლის/მხარის რეგისტრირებული ელ.ფოსტიდან კომპანიის ელ.ფოსტის მისამართზე ([email protected]) წერილობითი მიმართვით მოითხოვოს ანგარიშის (პროფილის) დახურვა და მონაცემების წაშლა.ანგარიშის (პროფილის) დახურვის მოთხოვნამდე, მომხმარებელს/მხარეს ყველა ვალდებულება შესრულებული უნდა ჰქონდეს და არ უფიქსირდებოდეს მიმდინარე დავალიანება ან ვალდებულება გამყიდველის/მყიდველის/კომპანიის/მხარის მიმართ.
10.4. პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება განისაზღვრება პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. კომპანია შლის პერსონალურ მონაცემებს ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაშიფვრა და ფსევდონიმიზაცია. მომხმარებელმა მხარემ, თავის მხრივ, უნდა გაასუფთაოს ქეში, ქუქი ფაილები და ისტორია თითოეული ბრაუზერიდან,რომელიც გამოიყენა კომპანიის ანგარიშზე შესასვლელად.
10.5. ანგარიშის(პროფილის)რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მომართვის დაფიქსირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომპანია მოახდენს მოთხოვნის შესრულებას: ანგარიშის (პროფილის) დახურვასა და მონაცემების წაშლას.
10.6. კომპანია არ დახურავს,არ წაშლის ან შეინახავს მხარის ანგარიშს/მონაცემებს შემდეგ საგამონაკლისო შემთხვევებში:
ა) მხარეს უფიქსირდება მიმდინარე ვალდებულება/დავალიანება კომპანიის/გამყიდველის/მყიდველის/მხარის მიმართ;
ბ) ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური,ან სხვაგვარი უკანონო ქმედებების გამოვლენის/თავიდან აცილების/შემსუბუქების, ან გამოძიების მიზნით;
გ) ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
დ) არსებობს ბრძანება/განკარგულება/გადაწყვეტილება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემების შენარჩუნება/შენახვაზე;
9.7. თუ მონაცემების წაშლას კომპანია ვერ/არ განახორციელებს ზემოთ აღნიშნული რაიმე სახის მიზეზით, იგი შენარჩუნებული/დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.
10.8.პირადი პროფილის გაუქმების პარალელურად, მხარის მომართვის საფუძველზე, ასევე უკან დაბრუნდება ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთი (არსებობის შემთხვევაში).თანხა უკან დაბრუნდება მომართვიდან და კომპანიის მიერ დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად,რომ კომპანია უფლებამოსილია დაიტოვოს კომპანიის მომსახურების საფასურის დავალიანება(ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
11.1. წინამდებარე დოკუმენტი შედგენილია და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
11.2. მხარეთა შორის წინამდებარე დოკუმენტიდან გამომდინარე ყველა დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით.წარუმატებელი მოლაპარაკების შემთხვევაში,დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
მუხლი 12. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
12.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.ვებგვერდზე რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა წესსა და პირობას;
12.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია იცავს და ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
12.3. კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე,მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.
მუხლი 13. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი
13.1. კომპანიის ვებგვერდზე თაღლითური ან საეჭვო ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში,გთხოვთ,დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected];
13.2. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენს პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კომპანიას ([email protected]) და დაუყოვნებლივ შეცვალეთ და ჩაანაცვლეთ ახლით უსაფრთხოების კოდები. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის თქვენი პირადი ანგარიშის (პროფილის) უსაფრთხოებას და კომპანია არ არის პასუხისმგებელი ასეთ შემთხვევით მიყენებულ რაიმე ტიპის ზიანზე.
მუხლი 14. კომუნიკაცია
14.1. ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიას ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected].
მუხლი 15. აუქციონი
15.1. გამყიდველის მიერ ონლაინ აუქციონის სერვისით სარგებლობის ზოგადი წესი
15.1.1. წინამდებარე მუხლით განსაზღრვული წესით, ვებგვერდზე (bt.ge) რეგისტრირებული პირი, ქონების/აქტივის აუქციონის ფორმით რეალიზაციის მიზნით ინფორმაციას/განაცხადს აწვდის კომპანიას.
15.1.2. აუქციონის შესახებ განაცხადის/ინფორმაციის მიღების პროცესში ან შემდეგ, კომპანიასა და გამყიდველს/მხარეს შორის ფორმდება ხელშეკრულება,რომლითაც განისაზღვრება ქონების/აქტივის აუქციონის ფორმით გაყიდვის პროცედურა, ფასი, პირობები, ქონების მახასიათებლები და გამყიდველის/მხარის ელექტრონული ფოსტის ოფიციალური მისამართი,სადაც კომპანია აზუსტებს/გამყიდველს ადასტურებინებს გასაყიდი ქონების/აქტივის შესახებ ყველა ინფორმაციას.
15.1.3. კომპანიას და გამყიდველს/მხარეს შორის ხელშეკრულების გაფორმების და გასაყიდი ქონების/აქტივის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის,ფოტო/ვიდეო მასალების ელექტრონულად გაცვლისა და გამყიდველის/მხარის მიერ საბოლოოდ დადასტურების (ელექტრონულად კომპანიისთვის მიწერის) შემდეგ,კომპანია აუქციონის შესახებ განაცხადს ვებგვერდზე აქვეყნებს.
15.1.4. აუქციონზე სარეალიზაიციო ქონება უნდა იყოს გამყიდველის საკუთრება ან გამყიდველს უნდა გააჩნდეს ქონების განკარგვის კანონიერი უფლებამოსილება/რწმუნებულება. გამყიდველმა თავად უნდა ამტკიცოს ქონების საკუთრების ან/და მისი განკარგვის უფლებამოსილების ნამდვილობა.
15.1.5 კომპანიის მიერ ონლაინ აუქციონის წესით ქონების/აქტივის რეალიზაციის შესახებ ინფორმაციის და სარეალიზაციო ქონების ლოტის განთავსების შემდგომ, დაუშვებელია გამყიდველის/მხარის მიერ აღნიშნული აუქციონის გაუქმება ან აუქციონის რომელიმე პირობის შეცვლის მოთხოვნა,თუ მოცემულ სარეალიზაციო ქონებაზე(ლოტზე)უკვე დაწყებულია აუქციონი და თუნდაც ერთი მომხმარებლის მხრიდან ადგილი აქვს მოცემულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით საგარანტიო თანხის/ბეს გადახდის ფაქტს.აუქციონის წესის ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში,კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას,გამყიდველს დააკისროს ჯარიმა პირველ შემთხვევაზე ქონების/აქტივის გასაყიდად გამოტანილი ფასის 5%-ის ოდენობით,ხოლო დარღვევის ყოველ ჯერზე ჯარიმის გაორმაგებული ოდენობა.ონლაინ აუქციონის შეწყვეტაზე და/ან პირობების შეცვლაზე, ასევე ასეთი ქმედებით მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე, მათ შორის, კომპანიის წინაშე პასუხისმგებელია გამყიდველი.
15.2. მომხმარებლის მიერ ონლაინ აუქციონში მონაწილეობის და აუქციონის ჩატარების წესი
15.2.1. გამოცხადებულ ონლაინ აუქციონში მონაწილეობის და კონკრეტული ლოტის შესაბამისად ქონების შეძენის უფლება აქვს ნებისმიერ მომხმარებელს ვებგვერდზე რეგისტრაციის და ავტორიზაციის შემდეგ.
15.2.2. პრეტენდენტმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და წარადგინოს თითოეული ქონებისთვის ცალ-ცალკე. საგარანტიო თანხა/ბე ჩაირიცხება კომპანიის საბანკო ანგარიშზე, კონკრეტულ ლოტზე საგნის აღწერაში მითითებულ რეკვიზიტებზე. საგარანტიო თანხა/ბე დგინდება თითოეულ ლოტზე ინდივიდუალურად, კომპანიის მიერ. მყიდველს საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორების ანგარიშში.
15.2.3. აუქციონში მონაწილე პრეტენდენტების რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ პრეტენდენტთა ვინაობა. კატეგორიულად აკრძალულია მომხმარებლების მიერ აუქციონში პრეტენდენტად მონაწილეობა ქონებაზე ფასის ხელოვნურად გაზრდის და ცრუ კონკურენციის წარმოდგენის შექმნის მიზნით.
15.2.4. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შეუძლია, გაეცნოს ინფორმაციას ქონების აღწერის, აუქციონის პირობების და მიმდინარეობის შესახებ და დაადოს საკუთარი ფასი დადგენილი ბიჯის გათვალისწინებით. აუქციონში მონაწილის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ფასის/ბიჯის ყოველი შემდგომი დადება ზრდის სარეალიზაციო ქონების ფასს.
15.2.5. აუქციონში იმარჯვებს ის პრეტენდენტი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის შეთავაზებას.“ აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის შეთავაზება“ მოხდა ელექტრონული აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი 2 (ორი) წუთის განმავლობაში, ელექტრონული აუქციონის ვადა ხანგრძლივდება მომდევნო (ორი) წუთით და ასე გაგრძელდება აუქციონით ვაჭრობის დასრულებამდე.
15.2.6. აუქციონის დასრულების შემდგომ გამარჯვებულ პრეტენდენტს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შეტყობინება შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), გადახდის დროისა და სხვა პროცედურების შესახებ.
15.2.7. აუქციონის შედეგად რეალიზებული ქონების ღირებულებას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პრეტენდენტი ჩარიცხავს კომპანიის ანგარიშზე (კონკრეტული დანიშნულების მითითებით).
15.2.8. ანგარიშსწორების ვადის დარღვევა დაუშვებელია. ვადის დარღვევის შემთხვევაში,უქმდება აუქციონის შედეგები და პრეტენდენტის მიერ წინასწარ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე აღარ ექვემდებარება დაბრუნებას (აღნიშნული თანხა რჩება კომპანიას, როგორც გაწეული მომსახურების საფასური და მიყენებული ზიანის ანაზღაურება).
15.2.9. აუქციონში გამარჯვებული პრეტენდენტს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას,ხოლო ყველა სხვა დანარჩენ პრეტენდენტს საგარანტიო თანხა/ბე უბრუნდება ბალანსზე აუქციონის დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
15.2.10. აუქციონში გამარჯვებული პრეტენდენტის/მყიდველის მიერ შეძენილი ქონების სრული ღირებულების კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში,კომპანია უზრუნველყოფს აუქციონის შედეგად რეალიზებული ქონების ღირებულების გადარიცხვას გამყიდველისთვის, კომპანიის კუთვნილი მომსახურების საზღაურის და საბანკო გადარიცხვის საკომისიოს გამოკლებით.
15.2.11. აუქციონის შედეგების შესაბამისად,გამარჯვებულ პრეტენდენტს/მყიდველს და გამყიდველს შორის ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხები,მათ შორის, და არა მხოლოდ გასხვისებულ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის (ნასყიდობის ხელშეკრულების) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს არეგულირებს კომპანია.
15.2.12. გამარჯვებული პრეტენდენტის/მყიდველის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების ანგარიშსწორებისას კომპანია მოქმედებს,როგორც გამყიდველის ფინანსური აგენტი. პრეტენდენტის/მყიდველის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულება გამყიდველის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამარჯვებული პრეტენდენტის/მყიდველის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულება და მასზე დარიცხული საკომისიო (არსებობის შემთხვევაში) სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
15.3. ონლაინ აუქციონის სერვისით სარგებლობის მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი
15.3.1. ონლაინ აუქციონის სერვისით სარგებლობისთვის კომპანიის სერვისის ღირებულება განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული ექსკლუზიური პირობებით მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებით.
15.2.3. ონლაინ აუქციონის საფასური ანაზღაურდება გამარჯვებული მომხმარებლის (მყიდველის) მიერ კომპანიის ანგარიშზე ქონების ღირებულებიდან 15.2.10 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით.
15.4 კომპანიის უფლებები:
15.4.1 კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აუქციონი ან გააუქმოს აუქციონის შედეგები ტექნიკური პრობლემის,რაიმე შეცდომის,უზუსტობის,მომხმარებლის ან მესამე პირის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო. კომპანია არ არის პასუხისმგებელი წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში აუქციონის შეწყვეტით/შეჩერებით გამოწვეულ შედეგებზე.
15.4.2 აუქციონის ნებისმიერი მიზეზით გაუქმების შემთხვევაში,იმისათვის,რომ თითოეული მომხმარებლის ინტერესი იყოს დაცული,კომპანია იტოვებს უფლებას ჩაატაროს ხელახალი აუქციონი.
15.4.3 კომპანია არ არის პასუხისმგებელი გამყიდველის მიერ აუქციონის შეწყვეტის/შეჩერების ან რაიმე სახით აუქციონის პირობის შეცვლით გამოწვეულ შედეგებზე.
15.4.4 კომპანიის მხრიდან აუქციონში მონაწილე ნებისმიერ პირის აუქციონთან დაკავშირებული ინფორმაცია მიეწოდება ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე,რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.
მუხლი 16. კომპანიის ფასიანი სერვისები და მომხმარებლის/მხარის პერსონალური ბალანსის მართვა
16.1. კომპანიის ფასიანი სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში გამყიდველი/მყიდველი/მომხმარებელი/მხარე კომპანიას აუნაზღაურებს მომსახურების საფასურს მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად (განაცხადი,დასტური,მეილკომუნიკაცია).
16.2. კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა წესით:
16.2.1. ვებგვერდზე განაცხადის გამოქვეყნების საფასურს მომხმარებელი იხდის კომპანიის მიერ მიწოდებული ინვოისის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით;
16.2.2. აუქციონით ბიზნეს ვაჭრობის პროცესში კომპანიის მომსახურების საფასურის გადახდა ხდება კომპანიის ანგარიშზე თანხის ავტომატიზებული წესით(ბარათიდან კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით);
16.2.3. კომპანიის სხვა სერვისების საფასურს მომხმარებელი იხდის კომპანიის მიერ მიწოდებული ინვოისის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით;
16.3. ბალანსიდან თანხის გატანა ან გადარიცხვა, გატანის/გადარიცხვის საკომისიოს გამოკლებით ხდება იმავე გზით, რა გზითაც მომხმარებელმა/გამყიდველმა შეავსო ბალანსი. კერძოდ, თუ საბალანსო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მოხდა საბანკო ბარათით, მაშინ თანხის დაბრუნდება იმავე ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა საბანკო ანგარიშის მეშვეობით, მაშინ თანხა დაბრუნდება იმავე ანგარიშზე.
მუხლი 17. გარდამავალი დებულებები
17.1. კომპანია უფლებამოსილია,სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით,მოსთხოვოს მომხმარებელს/გამყიდველს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი/გამყიდველი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
17.2. კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია ან ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის,რომ მომხმარებელი არასწორად, წინამდებარე წესებისა და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;
17.3. კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებელს/გამყიდველს შეუწყვიტოს ან შეუჩეროს პირად ანგარიშზე (პროფილზე) წვდომა, წაშალოს მისი განცხადება ან პირადი ანგარიში (პროფილი) იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულ შემთხვევაში, ამ უფლების განხორციელებისას, კომპანია თავისუფლდება ყველა სახის პასუხისმგებლობისგან.
17.4. კომპანია არ აგებს პასუხს ვებგვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, რაც არ არის გამოწვეული კომპანიის ბრალით, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
17.5. კომპანიას უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა,ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა,აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა, ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
17.6. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი,აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული,რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
17.7. მომხმარებელი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
17.8. იმ შემთხვევებში,რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით ,მხარეები იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.