როდის და რატომ უნდა მიმართო დახმარებისთვის ბითიჯის
როდის და რატომ უნდა მიმართოთ დახმარებისთვის ბითიჯის
ბითიჯი ბიზნეს ბროკერების გაერთიანებაა, სადაც სხვადასხვა დარგის პროფესიონალები იყრიან თავს. საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები იურისტები, სავაჭრო აგენტები, თარჯიმნები, ბანკის თანამშრომლები და ა.შ. მზად არიან დახმარება გაგიწიონ ბიზნესით ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხში. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ ბიზნესის ყიდვით ან გაყიდვით, ბიზნესში თანხის ინვესტირებით ან ინვესტორის მოძიებით დაინტერესებულ პირებს, იქნება ეს საწარმო, კომერციული ფართი, მშენებარე ობიექტი, მიწის ნაკვეთი, თუ ნებისმიერი სხვა ობიექტი. დღევანდელ ბლოგში უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, როდის და რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან.
თუ ბიზნეს ობიექტის გაყიდვა ან გაქირავება გსურთ
ჩვენ შეგვიძლია სწრაფად და ძვირად გაყიდვის მიზნით, ექსკლუზიური პირობებით ვიმუშაოთ სხვადასხვა მიმართულებისა და კატეგორიის ბიზნესის ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით: სასტუმრო, საწარმო, რესტორანი, კომერციული ფართი, მშენებარე ობიექტი, საწყობი, მარანი, ელექტროსადგური, სავაჭრო ობიექტი, საავადმყოფო, აფთიაქი, მიწის ნაკვეთი, კომპანიის წილი, პატენტი და ა.შ. ბითიჯის ბიზნეს ბროკერები თქვენი სახელით მოძებნიან სასურველ პროექტს, დააზუსტებენ ყველა საკითხს და გადაწყვეტილების მისაღებად გამზადებულ პროექტს მოგაწვდიან. ჩვენი გუნდი ობიექტის გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებაში დაგეხმარებათ და განაცხადს პოტენციურად დაინტერესებულ პირებამდე სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით მიიტანს.
ბიზნესის/ობიექტის გაყიდვა შეგიძლიათ ორი მეთოდით:
ა) თქვენ შეგიძლიათ თავად განათავსოთ ჩვენს პლატფორმაზე განაცხადი, თქვენვე აწარმოოთ მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებთან და გაყიდოთ ბიზნესი/ობიექტი.
ბ) ბითიჯის ონლაინ პლატფორმაზე ბიზნესის გაყიდვა დამფუძნებლის, მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია აუქციონის ფორმით.
თუ ახალ პარტნიორს ან ინვესტორს ეძებთ
კომპანიებს, რომლებსაც ახალი პარტნიორის ან ინვესტორის მოძიება სჭირდებათ, ჩვენ ვაკავშირებთ, ამ კომპანიის პროფილის შესაბამის, გამოცდილ ბიზნეს ჯგუფს ან/და ინვესტორს. ბროკერების გუნდი დაგეხმარებათ სასურველი და შესაფერისი პარტნიორის მოძიებაში.
ბიზნესში პარტნიორის მოძიება შესაძლებელია ორი მეთოდით:
ა) ბითიჯის ბიზნეს ბროკერების გამოცდილი გუნდი ექსკლუზიური პირობებით მართვაში აიღებს ბიზნესში ახალი პარტნიორის მოძიების პროცესს, აწარმოებს მოლაპარაკებებს და ორგანიზებას გაუწევს ბიზნესში ახალი, სწორი პარტნიორის შესვლას;
ბ) მესაკუთრეს შეუძლია თავად განათავსოს ბითიჯის პლატფორმაზე განაცხადი, დაინტერესებულ მხარეებთან აწარმოოს მოლაპარაკებები და მოიძიოს პარტნიორი.
თუ საქართველოში ინვესტირება გსურთ
თუ საქართველოში ინვესტირება გსურთ, ჩვენ თქვენი ინტერესების შესაბამისად მოვძებნით ბიზნეს პროექტს და ყველა ეტაპზე გაგიწევთ საჭირო დახმარებას. ბითიჯის დახმარებით შესაძლებელია კომერციული ფართის, საწარმოს, რესტორნის, მშენებარე ობიექტის, მიწის ნაკვეთის, კომპანიის წილის, პატენტის და ზოგადად ნებისმიერი მიმართულების და სახის ბიზნესის ყიდვა.
ბიზნესში ინვესტირება გულისხმობს ორ შესაძლებლობას:
ა) მოქმედი ბიზნესის გაფართოების, გაძლიერების, ვალდებულებების დაფარვისთვის ინვესტორის მოძიება. ბიზნესში ინვესტორი შეიძლება იყოს: ფიზიკური პირი ან კომპანია;
ბ) ფინანსური კაპიტალის მქონე ფიზიკური პირი ან კომპანია, ვისაც სურს თანხის ინვესტირება, ბითიჯის ბიზნეს ბროკერების დახმარებით შეარჩევს სასურველ კომპანიას და განახორციელებს ინვესტიციას.
შეჯამება
ბითიჯი სანდო პარტნიორია ბიზნეს ვაჭრობის, ინვესტირების, პარტნიორის მოძიებისა და კომერციული ობიექტების გაყიდვა-გაქირავების პროცესში. ბითიჯის პლატფორმა და აუქციონის ფორმატი ქმნის გამჭვირვალე და მოსახერხებელ გარემოს ყველა ტიპის ბიზნეს ოპერაციისთვის, რაც საქართველოს ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.