Image

ბიზნესის დამფუძნებლებისა და მმართველებისთვის ინოვაციური პროდუქტი ამოქმედდა

ბოლო ოც წელში საქართველოში აქტიურად ვითარდება ე.წ. აუთსორს სერვისები: ბუღალტერია, იურიდიული მომსახურება, მშენებლობა და ა.შ. აუთსორსინგი საჭირო მომსახურების სხვა კომპანიისგან ან ფიზიკური პირისგან შესყიდვას გულისხმობს. ეს ბიზნესისთვის მეტად სასარგებლო და შეღავათიანი პრაქტიკაა. 


ახალი პროექტის დაწყება, როგორც წესი, უზარმაზარ პრობლემებთან არის დაკავშირებული: მიწის ნაკვეთის მოძიება, სანებართვო და სალიცენზიო საკითხების მოგვარება, დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკება და ა.შ. bt.ge-ს წყალობით, 2025 წლის იანვრიდან საქართველოში უკვე შესაძლებელია ბიზნესმა ეს სერვისიც აუთსორსზე გააკეთოს - გამოცდილ გუნდს დაუკვეთოს სამომავლო ბიზნეს პროექტის პირველი სამუშაოების შესრულება.

რა უპირატესობებს სთავაზობს ე.წ. აუთსორსინგი ბიზნესს

აუთსორსინგი ბიზნესს უმარტივებს მართვას, ოპერაციებს და ოფისში შიდა გუნდის შექმნაზე ბევრად იაფად იღებს მისთვის საჭირო მომსახურებას. კომპანიას ჰყავს ნაკლები დასაქმებული, სჭირდება ნაკლები ფართი, ნაკლები საოფისე აღჭურვილობა. ხარჯების შემცირებასთან ერთად, უმჯობესდება მომსახურების ხარისხიც. მომსახურებას ყიდულობ სპეციალიზებული კომპანიებისგან და დიდია ალბათობა, რომ ეს მომსახურება მაღალი ხარისხის იქნება. სწორედ ამიტომ, ეს ბიზნესისთვის ეფექტიანი გზაა. 

ბითიჯის სერვისები

ზემოაღნიშნული, კორპორატიული მომსახურების პროდუქტი საქართველოში ბიზნეს ვაჭრობისა და ინვესტირების საკითხებზე მომუშავე ბიზნეს ჯგუფმა ბი თი ჯი-მ გააკეთა. bt.ge-ს მსგავსი საქმიანობის 8-წლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს (მხოლოდ მოქმედ დამკვეთებთან მუშაობდა) და გადაწყვიტა, 2025 წლის იანვრიდან ეს პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. დამკვეთის დავალებით ბითიჯის გუნდი მოიძიებს მიწის ნაკვეთს, ან ბიზნეს პროექტს, მოაგვარებს ნებართვებისა და ლიცენზირების საკითხებს (საჭიროებისამებრ), მოაწესრიგებს იურიდიულ პროცედურებს და დამკვეთს გამზადებულ ბიზნეს პროექტს გადასცემს.


კორპორატიული მომსახურების მიმართულებები (სექტორები): 


ა) სამშენებლო-დეველოპერული პროექტი: მიწის ნაკვეთის მოძიება, შესყიდვის პროცედურების მოგვარება, მოსახლეობასთან მოლაპარაკება, სამშენებლო პროექტის მომზადება (დამკვეთის სურვილის შესაბამისად), მშენებლობის ნებართვის მოპოვება

 

ბ) ქარხანა/საწყობი: ქარხნის/საწყობის სპეციფიკის გათვალისწინებით მიწის ნაკვეთის მოძიება, შესყიდვის პროცედურების მოგვარება, სამშენებლო პროექტის მომზადება, მშენებლობის ნებართვის მოპოვება, ლიცენზირება 


გ) ელექტროსადგური: მზის, წყლის, ქარის ელექტროსადგურის მოწყობის მიზნით ლოკაციის შერჩევა, კვლევა, მოსახლეობასთან მოლაპარაკება, პროექტის გაკეთება, ნებართვების მოპოვება 


დ) ბუნებრივი წიაღისეული: საჭირო წიაღისეულის ლოკაციის იდენტიფიცირება, კვლევა, ლიცენზიის მოპოვება, მოსახლეობასთან მოლაპარაკება 


ე) სამედიცინო დაწესებულება: მიწის ნაკვეთის მოძიება, შესყიდვის პროცედურების მოგვარება, სამშენებლო პროექტის მომზადება, მშენებლობის ნებართვის მოპოვება, ლიცენზირება

ბიზნესის ყიდვა

ბითიჯის დახმარებით შესაძლებელია კომერციული ფართის, საწარმოს, რესტორნის, მშენებარე ობიექტის, მიწის ნაკვეთის, კომპანიის წილის, პატენტის, ზოგადად ნებისმიერი მიმართულების და სახის ბიზნესის ყიდვა. ჩვენი გუნდი თქვენი (დამკვეთის) სურვილის შესაბამისად, მოიძიებს მიწის ნაკვეთს, ან ბიზნეს პროექტს, მოაგვარებს ნებართვებისა და ლიცენზირების საკითხებს (საჭიროებისამებრ), მოაწესრიგებს იურიდიულ პროცედურებს და გამზადებულ ბიზნეს პროექტს გადმოგცემთ. 

ბიზნესის გაყიდვა

ბითიჯის დახმარებით შესაძლებელია კომერციული ფართის, საწარმოს, რესტორნის, მშენებარე ობიექტის, მიწის ნაკვეთის, კომპანიის წილის, პატენტის, ზოგადად ნებისმიერი მიმართულების და სახის ბიზნესის გაყიდვა. თუ ბიზნესის/პროექტის გაყიდვას ვერ ახერხებთ იმის გამო, რომ პროექტი კრიზისშია, ან გაყიდვამდე საჭიროა გარკვეული პრობლემების მოგვარება (იპოთეკის მოხსნა, ლიცენზიის მიღება, ნებართვის მოპოვება და აშ) ჩვენ შეგვიძლია გავაჯანსაღოთ თქვენი პროექტი და დაგეხმაროთ მის გაყიდვაში.

პარტნიორის მოძიება

მოქმედი ბიზნესის დამფუძნებელს, ვისაც ბიზნესის გაფართოების, დამატებითი კავშირების დამყარების და გაძლიერების მიზნით, ახალი ბიზნეს პარტნიორის მოძიება სურს, ბითიჯის ბიზნეს ბროკერების გუნდი დაეხმარება სასურველი და შესაფერისი პარტნიორის მოძიებაში.

ბიზნესში ინვესტირება

ფინანსური კაპიტალის მქონე ფიზიკურ პირს ან კომპანიას, ვისაც სურს თანხის ინვესტირება, ბითიჯის ბიზნეს ბროკერების დახმარებით შეუძლია შეარჩიოს სასურველი ბიზნესი (კომპანია) და განახორციელოს ინვესტიცია.

შეჯამება

აუთსორსინგი ბიზნესის დამფუძნებლისთვისა და მმართველებისთვის პრაქტიკული და შეღავათიანი პრაქტიკაა. ეს ხარჯების შემცირებასა და მომსახურების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. bt.ge-ის ძალისხმევით, დღეს უკვე შესაძლებელია ისეთი სერვისების აუთსორსზე გამოტანაც, როგორებიცაა: მიწის ნაკვეთი, ნებართვა, ლიცენზიები, მოლაპარაკებები და ა.შ. ეს ქართველ ბიზნესმენებს მართვას უმარტივებს და ბიზნეს ვაჭრობის კულტურას აუმჯობესებს.