Image

როგორ გავყიდოთ ბიზნეს ობიექტი უფრო სწრაფად და სარგებლიან ფასად - რჩევები ბითიჯისგან

თუ ბიზნეს ობიექტის სწრაფად და სარგებლიან ფასად გაყიდვა გსურთ, სწორ ადგილას მოხვდით. ბითიჯის გუნდთან თანამშრომლობით კომერციული ფართის, სასტუმროს, საწარმოს, მიწის ნაკვეთის და ნებისმიერი სახის ბიზნესის გაყიდვას/გაქირავებას ყველაზე ოპტიმალურ პირობებში შეძლებთ. როგორ? ამას დღევანდელ ბლოგში გაიგებთ. 

აუქციონის ფორმატში ბიზნეს ვაჭრობა

ბითიჯიმ საქართველოში შექმნა ბიზნეს ვაჭრობის მოდელი, რომელიც მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილებას ეფუძნება. საშუალო და მსხვილი ბიზნეს ჯგუფების, საინვესტიციო კომპანიებისთვის ბითიჯი ქმნის შესაძლებლობას, რომ მიიღოს დაკვეთა საქართველოში კონკრეტული მიმართულების ბიზნესის, მიწის ნაკვეთის, საწარმოს, სასტუმროს, ნებართვის და ა.შ. შესყიდვის შესახებ. ასეთი ექსკლუზიური შეთანხმების ფარგლებში ჩვენი ბროკერები დამკვეთის სახელით ეძებენ სასურველ ბიზნეს პროექტს, აზუსტებენ ყველა საკითხს და დამკვეთს წარუდგენენ გადაწყვეტილების მისაღებად გამზადებულ პროექტს.

რატომ იყიდება ობიექტი აუქციონზე უფრო სწრაფად?

მაღალგანვითარებულ ქვეყნებში აუქციონის ფორმატში ყიდვა-გაყიდვის დიდი პრაქტიკა არსებობს. ობიექტის უშუალო მოლაპარაკებებით გაყიდვის დროს შედარებით მცირეა  პოტენციური მყიდველების მოკლე დროში მოძიების შესაძლებლობა. მეტიც, ხშირად დაინტერესებული მხარეები ყველა ბერკეტის გამოყენებით ცდილობენ დრო გაწელონ და რაც შეიძლება დაბალ ფასად შეიძინონ ობიექტი. როდესაც ბიზნესი აუქციონზე იყიდება, პოტენციურ მყიდველებს უქრებათ განცდა, რომ მხოლოდ თავად არიან დაინტერესებული მხარე. აუქციონის ფორმატში გაყიდვის ვადა ფიქსირებულია და, შესაბამისად, მაღალია ალბათობა, რომ ქონება სწრაფად გაიყიდება.

ბითიჯის სერვისები

ბითიჯის გუნდი დაგეხმარებათ პოტენციურ დაინტერესებულ პირებამდე ინფორმაცია სწრაფად მიიტანოთ. 


განაცხადს გაყიდვა/გაქირავების შესახებ შემდეგნაირად გავავრცელებთ:


  • განაცხადი განთავსდება ბიზნეს ვაჭრობის პლატფორმაზე ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. პლატფორმას თვეში საშუალოდ 950 ბიზნეს ვაჭრობით დაინტერესებული ვიზიტორი ჰყავს. სტატისტიკა 5%-ით მზარდია. განაცხადი ასევე გაკეთდება აუდიო ფორმატში, რაც ძალიან კომფორტულია მგზავრობისას და სამუშაოს პარალელურად ინფორმაციის მიღების დროს;


  • განაცხადი განთავსდება ბიზნეს ვაჭრობის Facebook და Linkedin გვერდებზე და ჩაერთვება სარეკლამო ბიუჯეტი (განაცხადს თვეში საშუალოდ 71 000-ზე მეტი ნახვა აქვს);


  • განაცხადი გაეგზავნება საქართველოში 3000-ზე მეტ საშუალო და მსხვილი ბიზნესის დამფუძნებელს, ხელმძღვანელს;


  • განაცხადი გაეგზავნება საზღვარგარეთ (ისრაელი, ევროპა, აშშ, მეზობელი ქვეყნები) მცხოვრებ საქართველოში ინვესტირებით, კომერციული ობიექტების, მიწის ნაკვეთების და ზოგადად მოქმედი ბიზნესის შესყიდვით დაინტერესებულ 750-ზე მეტ ბიზნესის დამფუძნებელს, მმართველს, ინვესტორს.


ვრცლად ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით წაიკითხავთ აქ - გეჩქარება გაყიდვა, ან გაქირავება?

როგორ დაგეხმარებათ ჩვენი გუნდი პრობლემების გადაჭრაში

ბითიჯის გუნდს შეგიძლიათ მიმართოთ მაშინ, როცა ახალ პარტნიორს ან ინვესტორს ეძებთ. ჩვენ დაგაკავშირებთ თქვენი პროფილის შესაბამის, გამოცდილ კომპანიასთან. ჩვენთან თანამშრომლობა დაგეხმარებათ იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოში ინვესტირება გსურთ. ბროკერები თქვენი ინტერესების შესაბამის პროექტებს მოძებნიან და პროცესის ყველა ეტაპზე (შეფასება, რისკები, უპირატესობები, გარანტიები, პროცედურები) აქტიურად ჩაერთვებიან. ვისაც ფინანსური დავალიანების გამო ძალიან ეჩქარება აქტივის გაყიდვა, ჩვენ ბევრი შესაძლებლობით შეგვიძლია აქტივის სწრაფად რეალიზება ან/და სწორი პარტნიორის მოძიება. ყველა ამ შემთხვევაში, ბითიჯი თქვენი სანდო პარტნიორი იქნება. 

შეჯამება

ბიზნეს ობიექტის სწრაფად და სარგებლიან პირობებში გაყიდვა ბითიჯის ინოვაციური მიდგომების დახმარებით სრულიად შესაძლებელია. ჩვენ მიერ შემუშავებული საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ბიზნეს ვაჭრობის მოდელი და ფართო სარეკლამო არხების გამოყენება საშუალებას მოგცემთ, ოპტიმალურ შედეგს მოკლე დროში მიაღწიოთ. ბითიჯის გუნდი უზრუნველყოფს პოტენციურ მყიდველებთან სწორ კომუნიკაციას, რაც პროცესის დაჩქარებისა და სარგებლის მაქსიმიზაციის გარანტია.