
როგორ შევიძინოთ ბიზნეს ობიექტი სწრაფად და სარგებლიან პირობებში
ბითიჯის მისიაა საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის ახალი სტანდარტის შექმნა. ჩვენი გუნდი ერთმანეთთან აკავშირებს ბიზნესის ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ პირებს და ბაზარზე ბიზნესვაჭრობის ახალ კულტურას ამკვიდრებს. თუ ბიზნეს ობიექტის სწრაფად და სარგებლიან პირობებში შეძენა გსურთ, ამაში ჩვენი გამოცდილი ბროკერები დაგეხმარებიან. ბითიჯის დახმარებით შესაძლებელია კომერციული ფართის, საწარმოს, რესტორნის, მშენებარე ობიექტის, მიწის ნაკვეთის, კომპანიის წილის, პატენტის, ზოგადად ნებისმიერი მიმართულებისა და სახის ბიზნესის ყიდვა, თუ როგორ, ამაზე დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით.
შეარჩიეთ ბიზნესის ყიდვის თქვენთვის სასურველი მეთოდი
ბითიჯი თავის გუნდში ასობით ბიზნეს ბროკერს აერთიანებს, რომლებიც საქართველოსა და მის ფარგლებს მიღმა სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. მათთან კონსულტაცია თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
ბიზნესის/ობიექტის ყიდვა შესაძლებელია 3 მეთოდით:
ჩვენს პლატფორმაზე განთავსებული განცხადებებიდან შეგიძლიათ თავად აარჩიოთ სასურველი ბიზნესები/ობიექტები;
შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ბითიჯის ონლაინპლატფორმაზე განთავსებულ აუქციონებში, რომლებიც ბიზნესის მესაკუთრეების სურვილით (ინიციატივით) გაიმართება;
ბითიჯის ბიზნეს ბროკერების გამოცდილ გუნდს დაუკვეთოთ თქვენი ინტერესის შესაფერისი ბიზნესის/ობიექტის მოძიება ექსკლუზიურად თქვენთვის მორგებული პირობებით და ისარგებლოთ ბიზნეს ბროკერის ინდივიდუალური მომსახურებით.
აუქციონის ფორმატით ვაჭრობის უპირატესობები
აუქციონის ფორმატით ვაჭრობა საქართველოში ბითიჯის მიერ დანერგილი ინოვაციური მოდელია, რომელიც წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას ეფუძნება. უქციონის ფორმა ხშირად ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ განისაზღვროს აქტივის რეალური საბაზრო ღირებულება. საქართველოში ქონებით ვაჭრობის პროცესში ძალიან რთულია ობიექტის რეალური ღირებულების განსაზღვრა. მესაკუთრე (გამყიდველი) ხშირად რეალურ ღირებულებაზე ძვირს აფასებს გასაყიდ ობიექტს, ხოლო მყიდველს ბევრად იაფად სურს ყიდვა. ამ პროცესში ნეიტრალური შემფასებლის პოვნა, რომელსაც ორივე მხარე ენდობა, საკმაოდ რთულია. რეალური (ე.წ. საბაზრო) ფასის განსაზღვრის იდეალური ვარიანტია აუქციონის ფორმით ვაჭრობა.
ქონების აუქციონის ფორმატით ყიდვა - გაყიდვის პროცესში მყიდველი ყველაზე მეტად დაცული და სამართლებრივად დაზღვეულია. თქვენ გაქვთ 100%-ით გარანტია, რომ აუქციონზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის (პირობების) გარდა, სხვა ვერანაირ საკითხზე ვერ ექნება პრეტენზია მესაკუთრეს.
ბითიჯის ექსკლუზიური მომსახურების სერვისი
თუ საქართველოში ბიზნესის (მიწის ნაკვეთი, კომერციული ფართი, მშენებლობის ნებართვიანი ობიექტი, საწარმო და ა.შ.) ყიდვას გეგმავთ, ბითიჯის გამოცდილი ბიზნესბროკერების გუნდი ექსკლუზიურად თქვენთვის მოძებნიან ყველაზე ოპტიმალურ ალტერნატივას. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, თუ თავად ბიზნეს ვაჭრობის გამოცდილება არ გაქვთ და ახლა იწყებთ ამ კუთხით ინვესტირებას. ჩვენს გუნდთან თანამშრომლობის შემთხვევაში, გეყოლებათ კონკრეტული მიმართულების პირადი ბიზნესბროკერი, რომელიც თქვენთან 24/7 კომუნიკაციის ფორმატში მართავს თქვენი ინტერესების შესაბამის ბიზნესვაჭრობას.
შეჯამება
ბითიჯი თანამედროვე მიდგომებით გეხმარებათ, რაც შეიძლება, სწრაფად, მარტივად და ხელსაყრელ პირობებში შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ბიზნეს ობიექტი. დაათვალიერეთ საიტზე არსებული განცხადებები, ჩაერთეთ ბითიჯის აუქციონში, ითანამშრომლეთ პროფესიონალი ბროკერების გუნდთან და მიიღეთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.