Image

ქარხნის/საწყობის გასაკეთებლად ბიზნესის დამფუძნებლებს და ხელმძღვანელებს 2025 წლის იანვრიდან, უკვე ,,აუთსორს კომპანიის’’ დაქირავება შეუძლიათ

ქარხნის/საწყობის გაკეთებისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა. საჭიროა შესაფერისი მიწის ნაკვეთის მოძიება, შესყიდვა, მშენებლობის ნებართვის მიღება, გამოცდილი სამშენებლო კომპანიის დაქირავება და მშენებლობა.

ეს, ერთი შეხედვით მარტივი საკითხი, ხშირად დაუძლეველ, ან წლობით მოუგვარებელ პრობლემებს უკავშირდება. მეტიც, ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანია ყიდულობს მიწას და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მიწა სადავოა, ან მუნიციპალიტეტი ამ მიწაზე არ გასცემს მშენებლობის ნებართვას.

2025 წლის იანვრიდან საქართველოში ქარხნის/საწყობის გაკეთებით დაინტერესებულ პირებს, საკითხის გადაწყვეტა შეუძლიათ დაავალონ საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის და ბიზნესში ინვესტირების საკითხებზე მომუშავე ბიზნეს ჯგუფს - ბი თი ჯი-ს (https://bt.ge/ka), რომელსაც მსგავსი საქმიანობის 8 წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია.

დამკვეთი 100%-ით დაზღვეულია, რადგანაც ზემოაღნიშნული კორპორტიული (ექსკლუზიური) მომსახურების ფარგლებში, ბი თი ჯი სარგებელს (სერვისის ღირებულებას) მიიღებს მხოლოდ დამკვეთის ინტერესის შესაბამისად ბიზნესპროექტის დამუშავების და დამკვეთისთვის გადაცემის შემდეგ.

კორპორტიული (ექსკლუზიური) მომსახურება გულისხმობს: ა) ქარხნის/საწყობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთის მოძიება; ბ) მიწის ნაკვეთის შესყიდვის პროცედურების მოგვარება, იმგვარად, რომ გარანტირებული იყოს მშენებლობის ნებართვის მიღება; გ) ქარხნის/საწყობის არქიტექტორული და კონსტრუქციული პროექტების მომზადება, მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენა და მშენებლობის ნებართვის მიღება; დ) საჭიროებისამებრ ქარხნის/საწყობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ლიცენზიების მიღება; ე) ქარხნის/საწყობის მშენებლობა.

კორპორატიული მომსახურების ფარგლებში, დამკვეთი ირჩევს ყველა, ან რომელიმე სერვისს.

სამუშაო პროცესი დამკვეთისთვის ძალიან კომფორტულია: პროცესში ჩართულია, მასთან თანხმდება ყველა დეტალი, გადაწყვეტილებები მიიღება მისი უშუალო მონაწილეობით, თუმცა მომსახურების საფასურს იხდის მხოლოდ მისთვის (დამკვეთისთვის) სასურველი შედეგის დადგომის შემდეგ.