Image

საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის განვითარების ინოვაციური მოდელი ბითიჯისგან

ბითიჯი ბიზნეს ბროკერების გაერთიანებაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბიზნესის ყიდვით ან გაყიდვით, ბიზნესში თანხის ინვესტირებით ან ინვესტორის მოძიებით დაინტერესებულ პირებს (სასტუმრო, საწარმო, რესტორანი, კომერციული ფართი, მშენებარე ობიექტი, მიწის ნაკვეთი, კომპანიის წილი, პატენტი და ა.შ.). ჩვენი გუნდის მისია საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა. ამ მიზნით შევიმუშავეთ ინოვაციური მოდელი, რომელიც ბიზნესის ყიდვა-გაყიდვით, ბიზნესში პარტნიორობით ან/და ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ერთმანეთთან აკავშირებს და ბაზარზე ბიზნეს ვაჭრობის ახალ კულტურას ქმნის.

ბიზნეს ვაჭრობა აუქციონით

ჩვენ მიერ შემუშავებული აუქციონის ფორმატში ბიზნეს ვაჭრობის მოდელი მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილებას ეფუძნება. შედეგად მივიღეთ პლატფორმა, რომელიც ბიზნესის/აქტივის რეალიზების ყველაზე უფრო სწრაფი, მოსახერხებელი და ეფექტიანი შესაძლებლობაა. 


აუქციონზე შესაძლებელია დამფუძნებლის ინიციატივით უფრო ძვირად და სწრაფად ნებისმიერი კატეგორიის ბიზნესის გაყიდვა (კომერციული ფართი, მიწა, მოქმედი ბიზნესი, საქმიანობის ნებართვა, ბიზნესში წილი და ა.შ.). ბიზნეს ვაჭრობის აუქციონის ფორმა ხშირად ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ განისაზღვროს აქტივის რეალური საბაზრო ღირებულება: საწყის ეტაპზე ვაჭრობა იწყება მესაკუთრის მიერ მითითებული (იდეალური) ფასით. თუ არ გაიყიდა, ამ შემთხვევაში, მესაკუთრესთან შეთანხმებით, უკვე იყიდება 70%-იანი და/ან 50%-იანი ფასდაკლებით.

აუქციონის მოდელის უპირატესობები

როცა სწრაფად გინდა აქტივის გაყიდვა, აუქციონის ფორმით ბიზნეს ვაჭრობა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ჩვენ შეგვიძლია სწრაფად და ძვირად გაყიდვის მიზნით, ექსკლუზიური პირობებით ვიმუშაოთ სხვადასხვა მიმართულების ბიზნესის ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით. ბითიჯი თავის გუნდში ასობით ბიზნეს ბროკერს აერთიანებს, რომლებიც მზად არიან დამკვეთის სახელით მოძებნონ სასურველი ბიზნეს პროექტი, დააზუსტონ ყველა საკითხი და გადაწყვეტილების მისაღებად გამზადებული პროექტი წარუდგინონ დამკვეთს. 

ბიზნეს ობიექტი აუქციონზე უფრო სწრაფად იყიდება

საქართველოში ბიზნეს ობიექტის ყიდვა-გაყიდვის პროცესში აქამდე თითქმის არ გამოიყენებოდა აუქციონის ფორმა. როგორც წესი, აუქციონზე მხოლოდ ე.წ. ჩამორთმეული ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება იყიდებოდა. ამის საპირისპიროდ, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ყიდვა-გაყიდვის ეს გზა ყველაზე აპრობირებული მეთოდია. აუქციონის ფორმატში გაყიდვის ვადა ფიქსირებულია და, შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ ქონება სწრაფად გაიყიდება, ძალიან მაღალია. ვრცლად ამ საკითხთან დაკავშირებით გაეცანით ჩვენს წინა ბლოგს

რეალური ფასის განსაზღვრა

საქართველოში უძრავი ქონებით ვაჭრობის პროცესში ძალიან რთულია ობიექტის რეალური ღირებულების განსაზღვრა. მესაკუთრე ხშირად რეალურ ღირებულებაზე ძვირს აფასებს, ხოლო მყიდველს ბევრად იაფად სურს ობიექტის შეძენა. ამ პროცესში ნეიტრალური შემფასებლის პოვნა, რომელსაც ორივე მხარე ენდობა, ძალიან რთულია. აუქციონის ფორმა სწორედ ამ პრობლემას აღმოფხვრის. 

სანდო და სამართლებრივად გამართული პროცესი

ქონების აუქციონის ფორმატით ყიდვა - გაყიდვის პროცესში როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი ყველაზე მეტად დაცული და სამართლებრივად დაზღვეულია. მესაკუთრემ ზუსტად იცის, რა მინიმალურ ფასად და რა ვადაში გაიყიდება ქონება, როდის უნდა გადაუხადონ მას თანხა და რა პასუხისმგებლობა აქვს მყიდველს.

შეჯამება

ბითიჯის ინოვაციური მოდელი ბიზნეს ვაჭრობის პროცესში საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. აუქციონის ფორმატი, რომელიც ეფუძნება მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, უზრუნველყოფს ბიზნესის ან ქონების სწრაფ და მაქსიმალურად მომგებიან გაყიდვას. ამ პროცესში გამყიდველსა და მყიდველს აქვთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ განსაზღვრონ აქტივის რეალური ღირებულება, რაც ხელს უწყობს შეთანხმების მიღწევას ორივე მხარისთვის ოპტიმალურ პირობებში.