Image

რატომ უნდა გავხდე ბითიჯის ბიზნეს ბროკერი?

თუ მუშაობ ბანკში და შეხება გაქვს ბევრ ისეთ ადამიანთან, ვისაც აქვს ბიზნესი ან ზოგადად უწევს ძვირად ღირებული აქტივის ყიდვა-გაყიდვა, ქირავნობა, პარტნიორის/ინვესტორის მოძიება ან სურს (შესაძლოა სურდეს) ბიზნესში ინვესტირება...

თუ ხარ იურისტი, თარჯიმანი, აუდიტორი, ბუღალტერი და ყოველდღიურად შეხება გაქვს ადამიანებთან, რომლებიც ყიდულობენ, ყიდიან უძრავ ქონებას, სასტუმროს, საწარმოს და ა.შ...

თუ ხარ მოქმედი მაკლერი ან რაიმე სხვა პოზიციაზე მუშაობ სამაკლერო კომპანიაში/ოფისში...

თუ მუშაობ ისეთ პოზიციაზე, სადაც შეხება გაქვს ბიზნესთან, თუნდაც ბიზნესის ერთ-ორ დამფუძნებელთან, ხელძღვანელთან, აქტივების მფლობელებთან...

თუ უბრალოდ აქტიური ადამიანი ხარ და საქმიდან, დიდი სანაცნობო წრიდან გამომდინარე აქტიური შეხება გაქვს ბიზნესის დამფუძნებლებთან, დიდი აქტივების მფლობელებთან, ინვესტორებთან...

სწორედ შენთვისაა ბითიჯის ბიზნეს ბროკერის სისტემა. კერძოდ, ბითიჯისთან ბიზნეს ბროკერის სტატუსით თანამშრომლობის შემთხვევაში:

1. ძირითადი საქმის პარალელურად (ჯამში თვეში 1-5 საათი ჩართულობით) შეგიძლია გამოიმუშავო საკმაოდ სოლიდური სარგებელი მხოლოდ იმით, რომ ბითიჯის დააკავშირებ რაიმე გასაყიდი ქონების მესაკუთრეს. მაგალითად: როდესაც გაიგებ/ნახავ, რომ სადმე იყიდება მიწის ნაკვეთი. დაელაპარაკები გამყიდველს და დააკავშირებ ბითიჯის. თუ ბითიჯის გუნდი გაყიდის ამ ქონებას შენ მიღებ ფინანსურ სარგებელს (გამოანგარიშების ფორმულა: თუ ქონების ღირებულებაა 1 მლნ აშშ დოლარი და ეს ქონება ბითიჯის გუნდმა გაყიდა, სარგებლის სახით მიიღებ 0.1%-ს ანუ 1000 აშშ დოლარს);

2. ბითიჯის გუნდი მეილზე გამოგიგზავნის ინფორმაციას საქართველოში გასაყიდი ობიექტების შესახებ (მიწა, სასტუმრო, მშენებლობა, რესტორანი, კომერციული ფართი, ჰესი და ა.შ). თუ გაავრცელებ ინფორმაციას ან/და ბითიჯის გუნდს დააკავშირებ ამ ობიექტით დაინტერესებულ პირს, რომელიც საბოლოოდ, ვაჭრობის შემდეგ იყიდის ამ ფართს, მიიღებ საკომისიოს. ასეთ შემთხვევაში სარგებელი შეადგენს გარიგების საფასურის 0.1%-ს. მაგალითად: ბითიჯისგან მიიღე შეტყობინება, რომ 4 500 000 აშშ დოლარად იყიდება მშენებლობის ნებართვანი მიწა. თუ გაგახსენდება ასეთი მიწით დაინტერესებული პირი, მასთან დააზუსტებ ინტერესს და დააკავშირებ ბითიჯის გუნდს, მხოლოდ დაკავშირებაში, ქონების გაყიდვის შეთხვევაში, მიიღებ გარიგების საფასურის 0.1%-ს (მაგ.: გარიგების საფასური = 4 500 000$, თქვენი სარგებელია 4 500$).

თუ თქვენ მიერ ბითიჯის გუნდისთვის მიწოდებული ქონება გაიყიდა ან თქვენ მიერ ბითიჯის გუნდისთვის დაკავშირებულმა პოტენციურმა მყიდველმა იყიდა აქტივი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 30 სამუშაო დღის ვადაში ჩაგერიცხებათ კუთვნილი ჰონორარი.

ბიზნეს ბროკერად რეგისტრაცია

მსგავსი ბლოგები