Image

რა უპირატესობები აქვს აუქციონის ფორმატით ბიზნეს ვაჭრობას

დღესდღეობით საქართველოში ბიზნეს ობიექტის ყიდვა-გაყიდვის პროცესში, იქნება ეს სასტუმრო, საწარმო, რესტორანი თუ კომერციული ფართი, აუქციონის ფორმატი თითქმის არ გამოიყენება. ერთადერთი შემთხვევა, როცა ამ მოდელს მიმართავენ, ე.წ. ჩამორთმეული ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვაა. თუ საერთაშორისო გამოცდილებას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ აუქციონი ბიზნეს ვაჭრობის ყველაზე გავრცელებული და აპრობირებული ფორმაა. ბითიჯიმ ამის საფუძველზე შექმნა პლატფორმა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბიზნეს ვაჭრობის განვითარებას ემსახურება. დღევანდელ ბლოგში უკეთ გაგაცნობთ აუქციონით ვაჭრობის უპირატესობებს, რათა უკეთ აღიქვათ ჩვენთან თანამშრომლობის პოტენციური სარგებელი. 

აუქციონის მოდელის დანერგვა საქართველოში

ბითიჯი თავის გუნდში ასობით ბიზნეს ბროკერს აერთიანებს, რომლებიც საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. ეს ადამიანები თავისი საქმის პროფესიონალები არიან. გუნდი დაკომპლექტებულია იურისტებით, სავაჭრო აგენტებით, ბანკების თანამშრომლებით, თარჯიმნებით და ა.შ ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ ბიზნესის ყიდვით ან გაყიდვით, ბიზნესში თანხის ინვესტირებით ან ინვესტორის მოძიებით დაინტერესებულ პირებს.

ბითიჯის მისია საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის ახალი სტანდარტის შექმნა და ბაზარზე ბიზნეს ვაჭრობის ახალი კულტურის დამკვიდრებაა. ამ მიზნით შევიმუშავეთ აუქციონის ფორმატში ბიზნეს ვაჭრობის მოდელი, რომელიც ბიზნესის/აქტივის რეალიზების ყველაზე უფრო ეფექტიანი შესაძლებლობაა.

საერთაშორისო გამოცდილება

ჩვენი აუქციონის მოდელი საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. ის ხუთი მაღალგანვითარებული ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა. ზოგადად, ქვეყნებში, სადაც ბიზნეს ვაჭრობის დიდი გამოცდილება აქვთ და უკვე არსებობს ამის წარმატებული პრაქტიკა, აუქციონის ფორმატი ყველაზე ოპტიმალურ გზად მიიჩნევა. მესაკუთრე, რომელსაც სურს თავისი ქონების სწრაფად და მისაღებ ფასად გაყიდვა, აუქციონს ირჩევს. ჩვენი მიზანია, მსგავსი კულტურა საქართველოშიც დავამკვიდროთ. 

რა უპირატესობები აქვს აუქციონით ვაჭრობას

აუქციონით ვაჭრობა ორივე მხარისთვის ოპტიმალური არჩევანია. ამ გზით ყველაზე სწრაფად, მარტივად და სარგებლიან ფასად შეძლებთ ობიექტის ყიდვა-გაყიდვას. აუქციონის ფორმატში გაყიდვის ვადა ფიქსირებულია და, შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ ქონება სწრაფად გაიყიდება, მაღალია. ამასთან, საქართველოში უძრავი ქონებით ვაჭრობისას საკმაოდ რთულია ობიექტის რეალური ღირებულების განსაზღვრა. აუქციონი ამ პრობლემასაც ჭრის. გამყიდველი ხშირად რეალურ ღირებულებაზე ძვირს აფასებს გასაყიდ ობიექტს, ხოლო მყიდველს ბევრად იაფად სურს ყიდვა. ამ პროცესში ნეიტრალური შემფასებლის პოვნა, რომელსაც ორივე მხარე ენდობა, ძალიან რთულია. აუქციონი საბაზრო ფასის განსაზღვრისთვის იდეალური ვარიანტია. ქონების აუქციონის ფორმატით ყიდვა - გაყიდვის პროცესში როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი ყველაზე მეტად დაცული და სამართლებრივად დაზღვეულია.

შეჯამება

აუქციონის ფორმატით ბიზნეს ვაჭრობა ინოვაციური და ეფექტური მიდგომაა, რომელიც რეალურ სარგებელს უზრუნველყოფს. საერთაშორისო პრაქტიკაზეა დაფუძნებული მოდელი გამყიდველებს საშუალებას აძლევს სწრაფად და სამართლიან ფასად განახორციელონ ქონების რეალიზაცია, ხოლო მყიდველებს – დაიცვან თავიანთი ინტერესები და მიიღონ საბაზრო ღირებულებაზე დაფუძნებული გარიგებები. ბითიჯის მიზანია, საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის ახალი სტანდარტის დანერგვით, მხარეებს შორის ნდობისა და გამჭვირვალობის კულტურა დაამკვიდროს.