Image

აუქციონით ვაჭრობა სანდო და სამართლებრივად ძალიან სწორი პროცესია

ქონების აუქციონის ფორმატით ყიდვა - გაყიდვის პროცესში როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი ყველაზე მეტად დაცული და სამართლებრივად დაზღვეულია.

მესაკუთრემ ანუ გამყიდველმა მხარემ ზუსტად იცის, რა მინიმალურ ფასად და ზუსტად როდის (რა ვადაში) იყიდება ქონება, როდის უნდა გადაუხადონ მას თანხა და რა პასუხისმგებლობა აქვს მყიდველს.

მყიდველი მხარე 100%-ით დაზღვეულია, რომ აუქციონზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის (პირობების) გარდა, სხვა ვერანაირ საკითხზე ვერ ექნება პრეტენზია მესაკუთრეს ან მესამე მხარეებს. მყიდველი სამართლებრივად დაცულია და ზუსტად იცის რა არის მისი ვალდებულებები.

შენიშვნა: ბითიჯის აუქციონზე ქონება იყიდება მხოლოდ მესაკუთრის ინიციატივით. ჩვენთან ჩამორთმეული და სადავო ქონებები არ იყიდება.