Image

აუქციონის ფორმატით ბიზნესვაჭრობით სწორი (რეალური) ფასი განისაზღვრება

საქართველოში ქონებით (უძრავი ქონება, საწარმო, რესტორანი, მიწა, სასტუმრო და ა..შ.) ვაჭრობის პროცესში ძალიან რთულია ობიექტის რეალური ღირებულების განსაზღვრა.

მესაკუთრე (გამყიდველი) ხშირად რეალურ ღირებულებაზე ძვირს აფასებს გასაყიდ ობიექტს, ხოლო მყიდველს ბევრად იაფად სურს ყიდვა. ამ პროცესში ნეიტრალური შემფასებლის პოვნა, რომელსაც ორივე მხარე ენდობა, ძალიან რთულია.

რეალური (ე.წ. საბაზრო) ფასის განსაზღვრის იდეალური ვარიანტია აუქციონის ფორმით ვაჭრობა. კერძოდ: ქონება პირველ ეტაპზე იყიდება გარკვეულ ფასად, თუ მყიდველი საერთოდ არ გამოჩნდა, ესე იგი, ქონების საბაზრო ღირებულება უფრო დაბალია. შემდეგ ეტაპებზე ქონების საწყისი სავაჭრო ფასი ქონების ფასდაკლებული ღირებულებაა და იყიდება იმ ფასად, რაც რეალურად ღირს ანუ, რაც არის მისი(ქონების) ე.წ. საბაზრო ღირებულება.

მაგალითად: თუ ქონების რეალური საბაზრო ღირებულება საშუალოდ 85 000 აშშ დოლარია, ხოლო პირველ ეტაპზე მესაკუთრის ინიციატივით აუქციონზე ვაჭრობა დაიწყო 100 000 აშშ დოლარიდან (იქნებ გაიყიდოს) და არავინ მოისურვა ყიდვა, მეორე ეტაპზე ქონება იყიდება, დავუშვათ, 35%-იანი ფასდაკლებით - 65 000 აშშ დოლარად ანუ საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად (სავარაუდოდ). ასეთ დროს, თუ ქონება მართლაც 85 000 აშშ დოლარი ღირს, აუქციონზე მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პოტენციური მყიდველი და რადგან საბაზრო ღირებულების ფასში ყიდვა ლოგიკურად ბევრს მოუნდება, ქონება არანაკლებ 85 000 აშშ დოლარად გაიყიდება.

აუქციონზე ბიზნესვაჭრობის დროს ხშირად ჩნდება კონკურენტულ გარემოში ქონების ყიდვის, მოგების (სპორტული) ინტერესი, რის გამოც, ხშირად ქონება საბაზრო ღირებულებაზე ბევრად მაღალ ფასადაც კი იყიდება.

შენიშვნა: ბითიჯის აუქციონზე ქონება იყიდება მხოლოდ მესაკუთრის ინიციატივით. ჩვენთან ჩამორთმეული და სადავო ქონებები არ იყიდება.