


თბილისში ინვესტირების მიზნით ვეძებთ მოქმედ სამშენებლო პროექტებს
ფინანსური მიმოხილვა
საკონტაქტო პირი
საკონტაქტო პირი
აღწერა
ინვესტირების მიზნით ვეძებთ სამშენებლო პროექტს თბილისში, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში (ვაკე, ვერა, საბურთალო, ავლაბარი).
სამშენებლო ობიექტის ფუნქციური დანიშნულება: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, საოფისე/სავაჭრო ობიექტი (ჩვენი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს სასტუმრო).
ინვესტირება გულისხმობს მოქმედი სამშენებლო პროექტის თანადაფინანსებას არაუმეტეს 750 000$-ის ოდენობით.
დაინტერესებულმა კომპანიებმა/პირებმა გაგვიზიარეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
- მშენებარე ობიექტის მისამართი/საკადასდრო კოდი;
- სამშენებლო პროექტი (სადაც ჩანს გეგმარება, სამშენებლო და სარეალიზაციო ფართები);
- შესრულებული სამუშაოების მოკლე აღწერა (ჯამურად, დახარჯული თანხა);
- პროექტის დაფინანსების არსებული წყაროების აღწერა;
- პროექტის დასასრულებლად საჭირო თანხა ($);
- ინვესტორისთვის მოთხოვნილი დაფინანსების ოდენობა ($) და პროექტის დასასრულებლად საჭირო სხვა თანხების მოძიების წყაროები/სტრატეგია;
- ინვესტორის მიერ გაცემული დაფინანსების სანაცვლოდ შემოთავაზება (ანუ როდის და რა სარგებელს მიიღებს ინვესტორი);
- ინვესტირებული თანხის გარანტიები (თანხის მიმღები, რა სახის გარანტიების წარმოდგენას შეძლებს).
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით განაცხადში მითითებულ ნომერზე, ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]