საგურამოში იყიდება 15 ჰა მიწის ნაკვეთი
ფინანსური მიმოხილვა
საკონტაქტო პირი
საკონტაქტო პირი
აღწერა
იყიდება 15 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონ სოფელ გელოვანში (საგურამო), თბილისი მოლიდან 20 წუთის სავალზე. მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა შეთანხმების ეტაპზეა. ტერიტორიის ნაწილი - 9 ჰა - დაყოფილია მიწის 121 ნაკვეთად და თითოეულის ფართობი საშუალოდ 350 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე შესაძლებელია მოეწყოს სააგარაკე დასახლება რეკრეაციული სივრცეებით, გამაჯანსაღებელი ცენტრებით, სპორტული მოედნებითა და ამგვარი დასახლებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურით. მიწის ნაკვეთი ახლოსაა ურბანულ ცენტრებთან.
დეტალური ინფორმაცია:
- მდებარეობა: მცხეთის რაიონი, სოფელი გელოვანი (საგურამო);
- მიწის ნაკვეთის კვადრატულობა: 150 000 კვ.მ;
- საკადასტრო კოდი: 72.04.08.516;
- მიწის ნაკვეთის ტიპი: არასასოფლო-სამეურნეო;
- განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ): შეთანხმების ეტაპზე;
- ფასი: 6 800 000$
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით განაცხადში მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]