ყველა სურათი (3)
ყველა სურათი

იყიდება ფერმა (კომპლექსი) 

გამოქვეყნებულია: 20 სექტემბერი, 2024
სხვა ბიზნესები

ფინანსური მიმოხილვა

ღირებულება $ 400 000
მიწის ფართი 27 000 კვ.მ
შენობა-ნაგებობის ფართი 1440 კვ.მ
სათბური 500 კვ.მ
$
ღირებულება: 1,089,440 ₾

საკონტაქტო პირი

owner
ნიკა ქარქაშაძე +995 599 58 69 69
$
ღირებულება: 1,089,440 ₾

საკონტაქტო პირი

owner
ნიკა ქარქაშაძე +995 599 58 69 69

აღწერა

იყიდება ფრინველისა და პირუტყვის ფერმა, აღჭურვილი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, თერმოიზოლაციით, კონდიცირებით, ვინტილაციით, საწყობითა და ადმინისტრაციული შენობით. ობიექტზე არის ორი არტეზიული ჭა, 500 კვ.მ., სათბური, 1440 კვ.მ. ფერმა და ერთ ჰექტარზე გაშენებული ხეხილი (ბალი, ქლიავი, ვაშლი, ატამი).

ობიექტი აღჭურვილია სპეციალური ინფრასტრუქტურით: ქათმის სანაშენე სადგომი; საქონლის ბაგური დგომის სადგომი 24 სულზე; მეწველი ძროხის სადგომი 40 სულზე; საქონლის სამშობიარო და კარანტინის ოთახები; საწველი კაბინა; ღორის და გოჭების სანაშენე სადგომი 100 სულზე (5 სამშობიარო კაბინით და გოჭების გასაზრდელი 4 ოთახით); ქვის წისქვილი; ელექტრო საღერღი და საკვების მიქსერი; თივის 2 საწყობი, ადმინისტრაციული შენობა; გოჭის შესაწვავი თონე და ფეჩი; ქათმის, ღორისა და ძროხის სერტიფიცირებული სასაკლაო; ღორის ჯაგრის გამცლელი გერმანული დანადგარი (წარმოდობა: 1 ღორი = 3 წუთი).

ობიექტზე მიყვანილია კომუნიკაციები: ბუნებრივი აირი, სამფაზიანი ელექტრო ენერგია, ცენტრალური წყალი და კანალიზაციის ინდივიდუალური სისტემა.

ობიექტი სერტიფიცირებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ და დანერგილია HACCP-ის სტანდარტი.

დეტალური ინფორმაცია:

  • მდებარეობა: თერჯოლა, იმერეთის ქუჩა N6ბ
  • მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი: 27 000 კვ.მ
  • შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი: 1440 კვ.მ.
  • საკადასტროს კოდები: 33.09.43.501; 33.09.43.638; 33.09.43.004; 33.09.43.522; 33.09.43.639;
  • მდგომარეობა: აღჭურვილია ფერმის და სათბურისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით;
  • მესაკუთრე: ფიზიკური პირი;
  • კვადრატული მეტრის ღირებულება: $ 14,8;
  • ჯამური ღირებულება: $ 400 000.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

მდებარეობა