


იყიდება/ქირავდება საქონლის და რძის პროდუქტების ფერმა
ფინანსური მიმოხილვა
საკონტაქტო პირი
საკონტაქტო პირი
აღწერა
იყიდება სასაქონლო და მერძეული წარმოების ფერმა, აჭარის მაღალმთიან რეგიონში, სოფელ გოგინაურში. ფერმაში არსებული შენობა-ნაგებობა მოიცავს დასაქმებულთა საცხოვრებელსა და რძის გადამამუშავებელ ინფრასტრუქტურას. შენობა-ნაგებობა განკუთვნილია 100 რქოსან პირუტყვზე და საზაფხულო იალაღებზეც (რომელიც ფერმის უკანა მხარეს მდებარეობს და ფოტოშიც ჩანს) გააჩნია შესაბამისი პირუტყვის სადგომი ბაზა
კომპლექსი უზრუნველყოფილია ელექტროენრგიით, ტექნიკური წყლის რეზერვუარით, ღობითა და გზით.
ფერმა ახორციელებდა ხორცის, რძის,ყველის, კარაქისა და ხაჭოს წარმოებასა და რეალიზაციას. და ფლობდა შესაბამის ხარისხის სერტიფიკატს.
ფერმის საკუთრებაშია 2994 კვ.მ და ფლობს მიმდებარე სოფლის, იალაღების 220 ჰა სათიბ-საძოვრების სარგებლობის უფლებას.
შესაძლებელია ფერმის როგორც ყიდვა, ასევე გაქირავება ან პარტნიორობა.
ფასი შეთანხმებით.
დეტალური ინფორმაცია:
- მდებარეობა: აჭარა, შუახევის რაიონი სოფელი გოგინაური
- კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი: 447861476 („აგროეკოსურსათი“)
- მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი: 2994 კვ.მ
- შენობა-ნაგებობის ფართობი: 919 კვ.მ
- საკადასტრო კოდი: 24.05.35.001
- მდგომარეობა: აღჭურვილია წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით, თუმცა საჭიროებს განახლებას
- მესაკუთრე: კოოპერატივი
- ღირებულება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით განაცხადში მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]