Image

ბუნებრივი წიაღისეულის მოძიების და ლიცენზიის მოპოვების სამუშაოები 2025 წლის იანვრიდან აუთსორს კომპანიის ჩართვითაა შესაძლებელი

საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანი ბუნებრივი წიაღისეულია, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, გარემოს დაცვით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ბევრი, მრავალმხრივ სასარგებლო ბიზნესპროექტის გაკეთებაა შესაძლებელი (ისე, რომ გარემო არ დაზიანდეს, ბიუჯეტს დამატებით შემოსავლები გაუჩნდეს, ხალხი დასაქმდეს, პროდუქტი შეიქმნას).

ბუნებრივი წიაღისეულის მოძიების და ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებულ პირებს, საკითხის გადაწყვეტა შეუძლიათ დაავალონ საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის და ბიზნესში ინვესტირების საკითხებზე მომუშავე ბიზნეს ჯგუფს - ბი თი ჯი-ს (https://bt.ge/ka), რომელსაც მსგავსი საქმიანობის 8 წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია.

დამკვეთი 100%-ით დაზღვეულია, რადგანაც ზემოაღნიშნული კორპორატიული (ექსკლუზიური) მომსახურების ფარგლებში, ბი თი ჯი სარგებელს (სერვისის ღირებულებას) მიიღებს მხოლოდ დამკვეთის ინტერესის შესაბამისად ბიზნესპროექტის დამუშავების და დამკვეთისთვის გადაცემის შემდეგ.

კორპორატიული (ექსკლუზიური) მომსახურება გულისხმობს: ა) დამკვეთის სურვილის შესაბამისად, ბუნებრივი წიაღისეულის ადგილმდებარეობის/ლოკაციის შერჩევა; ბ) ბუნებრივი წიაღისეულის მარაგების და მოპოვებასთან დაკავშირებული გარემოს/რისკების კვლევა; გ) პროექტის სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკება; დ) ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ლიცენზიის მოპოვება.

კორპორატიული მომსახურების ფარგლებში, დამკვეთი ირჩევს ყველა, ან რომელიმე სერვისს.

სამუშაო პროცესი დამკვეთისთვის ძალიან კომფორტულია: პროცესში ჩართულია, მასთან თანხმდება ყველა დეტალი, გადაწყვეტილებები მიიღება მისი უშუალო მონაწილეობით, თუმცა მომსახურების საფასურს იხდის მხოლოდ მისთვის (დამკვეთისთვის) სასურველი შედეგის დადგომის შემდეგ.