სამშენებლო-დეველოპერული პროექტის დასამუშავებლად მშენებლებს 2025 წლის იანვრიდან აუთსორს კომპანიის დაქირავება შეუძლიათ
საქართველოში ყოველდღიურად იზრდება კონკურენცია სამშენებლო - დეველოპერულ კომპანიებს შორის, იმ კუთხით თუ ვინ გააკეთებს პროექტს უფრო კარგ ადგილას, ვისია უფრო ხარისხიანი, ვინ აშენებს სწრაფად, ვის აქვს დაფინანსება და ა.შ. შესაბამისად გაზრდილია მოთხოვნა სწორად დამუშავებულ, იურიდიულად გამართულ და კარგ სამშენებლო - დეველოპერულ პროექტებზე.
არსებული პრაქტიკით, საქართველოში ასობით ფიზიკური პირი ,,ცდილობს’’ სამშენებლო - დეველოპერული პროექტის ,,დალაგებას’’, თუმცა კანონმდებლობის გამკაცრების და კონკურენციის გაზრდის ფონზე, ეს საქმე ძალიან გართულდა და კომპლექსურ მიდგომას, ძლიერ გუნდს, გამოცდილებას და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.
საკითხი, ხშირად დაუძლეველ, ან წლობით მოუგვარებელ პრობლემებს უკავშირდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანია ყიდულობს მიწას და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მიწა სადავოა, ან მუნიციპალიტეტი ამ მიწაზე არ გასცემს მშენებლობის ნებართვას.
2025 წლის იანვრიდან სამშენებლო - დეველოპერული პროექტების გაკეთებით დაინტერესებულ პირებს, საკითხის გადაწყვეტა შეუძლიათ დაავალონ საქართველოში ბიზნეს ვაჭრობის და ბიზნესში ინვესტირების საკითხებზე მომუშავე ბიზნეს ჯგუფს - ბი თი ჯი-ს (https://bt.ge/ka), რომელსაც მსგავსი საქმიანობის 8 წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია.
დამკვეთი 100%-ით დაზღვეულია, რადგანაც ზემოაღნიშნული კორპორტიული (ექსკლუზიური) მომსახურების ფარგლებში, ბი თი ჯი სარგებელს (სერვისის ღირებულებას) მიიღებს მხოლოდ დამკვეთის ინტერესის შესაბამისად ბიზნესპროექტის დამუშავების და დამკვეთისთვის გადაცემის შემდეგ.
კორპორატიული (ექსკლუზიური) მომსახურება გულისხმობს: ა) დამკვეთის სურვილის შესაბამისად მიწის ნაკვეთის მოძიება; ბ) მიწის ნაკვეთის შესყიდვის პროცედურების მოგვარება, იმგვარად, რომ გარანტირებული იყოს მშენებლობის ნებართვის მიღება; გ) არქიტექტორული და კონსტრუქციული პროექტების მომზადება, მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენა და მშენებლობის ნებართვის მიღება; დ) პროექტის განხორციელების არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმების მიღწევა; ე) ობიექტის მშენებლობა (დამკვეთის სურვილის შემთხვევაში).
კორპორატიული მომსახურების ფარგლებში, დამკვეთი ირჩევს ყველა, ან რომელიმე სერვისს.
სამუშაო პროცესი დამკვეთისთვის ძალიან კომფორტულია: პროცესში ჩართულია, მასთან თანხმდება ყველა დეტალი, გადაწყვეტილებები მიიღება მისი უშუალო მონაწილეობით, თუმცა მომსახურების საფასურს იხდის მხოლოდ მისთვის (დამკვეთისთვის) სასურველი შედეგის დადგომის შემდეგ.