ყველა სურათი (3)
ყველა სურათი

კარტოფილი ფრის საწარმო ეძებს ინვესტორს

გამოქვეყნებულია: 24 აპრილი, 2024
საწარმო/ქარხანა

ფინანსური მიმოხილვა

გასაყიდი 30% წილის ღირებულება: 120 000 $
წლიური წარმადობა (მზა პროდუქტი): 250 ტონა
წლიური საორიენტაციო მოგება 180 000 $
30% წილის მესაკუთრის წლიური მოგება 60 000 $
$
ღირებულება: 322,000 ₾

საკონტაქტო პირი

bt.ge
ნინო ხაჩიძე 577 573 775

აღწერა

კარტოფილი ფრი საქართველოში აქტიურად გამოყენებადი პროდუქტია როგორც საოჯახო პირობებში, ასევე, განსაკუთრებით კაფეებსა და რესტორნებში. პროდუქტზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ საქართველოში წარმოება ბაზრის 10%-საც ვერ აკმაყოფილებს. ბაზარზე პროდუქციის 90% იმპორტირებულია. კარტოფილი ფრის საწარმოს მშენებლობა 2023 წელს დასრულდა, ყველა საჭირო დანადგარით აღიჭურვა, თუმცა საბრუნავი და საოპერაციო ხარჯების უქონლობის გამო ფუნქციონირება ვერ დაიწყო.

კომპანიის დამფუძნებლები 30%-ის დათმობის სანაცვლოდ მიღებული თანხის ნაწილით (65000$) დანადგარების და მაღალპროცენტიან სასესხო ვალდებულებებს გაისტუმრებენ, ხოლო დარჩენილი თანხით ნედლეულს და საჭირო, მოწყობილობებს შეისყიდიან, რითაც საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას. ფუნქციონირების დაწყების შემდეგ კი საწარმო შეძლებს დამატებით ფინანსური რესუსების მოძიებას გრანტის და შეღავათიანი საბანკო სესხის სახით. 

საწარმოს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი შენობა-ნაგებობა.

დეტალური ინფორმაცია:

  • მდებარეობა: ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძენწმანი;
  • საკადასტრო კოდი: 21.03.31.333;
  • კომპანიის დასახელება: შპს “კაი ფრი”;
  • კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი: 446979574;
  • საწარმოს პროდუქტების დასახელება/აღწერა: კარტოფილი ფრის წარმოება;
  • საწარმოო პროცესი: საწარმოო პროცესი არ დაწყებულა (სტარტაპი);
  • საწარმოში ინვესტირებული თანხა: 1 000 000 ლარი;
  • წარმადობა წლიურად: 500 ტონა;
  • საწარმოს კვადრატულობა: 430 კვ.მ;
  • მიწის ნაკვეთის კვადრატულობა: 700 კვ.მ;
  • დანადგარების ჩამონათვალი: 1. სარეცხი დანადგარი; 2. სათლელი აპარატი; 3. საჭრელი აპარატი; 4. სახამებლის გამომტუმბავი დანადგარი; 5. ზეთის სახარში აპარატი; 6. შოკ მაცივარი; 7. შემნახველი მაცივარი (-18°);
  • ვალდებულება: მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია საბანკო იპოთეკა.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით განაცხადში მითითებულ ნომერზე, ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

აუდიო აღწერა

მდებარეობა

ღირებულება: 322,000 $

საკონტაქტო პირი

bt.ge
ნინო ხაჩიძე 577 573 775